ერთი გარდაცვლილი და სამი დახმარების მოლოდინში - ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

ერთი გარდაცვლილი და სამი დახმარების მოლოდინში - ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

კურორტ ბახმაროდან რამდენიმე კილომეტრში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ახალგაზრდების გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. 4 ახალგაზრდა 2 იანვარს, დილით დაიკარგა.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდები ბახმაროს მთების დასალაშქრად ხულოს მუნიციპალიტეტიდან გადავიდნენ. სამი მათგანი კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

"დეტალები ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა, როგორც ახალგაზრდებმა შეგვატყობინეს მათი თანმხლები ერთი პირი ზვავში მოყვა და გარდაიცვალა. რაც შეეხება გადარჩენილებს, შემიძლია გითხრათ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი ე.წ. ბეღელს აფარებენ თავს, სადაც ღუმელი და შეშაა", - ამბობს აიპ-ი ბახმაროს დირექტორი დავით საჯაია.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა