ოთხი ახალგაზრდის ტრაგიკული ახალი წელი ბახმაროში - ერთი გარდაცვლილი და სამაშველო ღონისძიება სამის გადასარჩენად

ოთხი ახალგაზრდის ტრაგიკული ახალი წელი ბახმაროში - ერთი გარდაცვლილი და სამაშველო ღონისძიება სამის გადასარჩენად

კურორტ ბახმაროში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ახალგაზრდების გადასარჩენად ფართომაშტაბიან სამაშველო ღონისძიებაში ვერტმფრენიც ჩართეს.

ახალგაზრდების დასახმარებლად უკვე მუშაობენ გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, მეგზურობას სოფელ ზოტის მაცხოვრებლები უწევენ.

ბახმაროში 4 ახალგაზრდა გუშინ დილით დაიკარგა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდები ბახმაროს მთების დასალაშქრად ხულოს მუნიციპალიტეტიდან გადმოვიდნენ. წუხელ, სამი მათგანი კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაცვლილია.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა