"ღარიბაშვილსა და უსუფაშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბება" - ასტროლოგ ცაგარელის პოლიტიკური პროგნოზი

"ღარიბაშვილსა და უსუფაშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბება" - ასტროლოგ ცაგარელის პოლიტიკური პროგნოზი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ 2015 წელს პროცესები პოზიტიურად განვითარდება და ეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზეც დადებითად აისახება. მაშ, რა ელის ლურჯი თხის წელიწადში ქართველ პოლიტიკოსებს?! - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი:

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი - ღარიბაშვილისთვის მომავალ წელს ხუთბალიანი სისტემის მიხედვით, 4 ბალით შევაფასებდი. მას ექნება გადასაწყვეტი გააგრძელოს თანამშრომლობა "რესპუბლიკურ პარტიასთან", თუ -არა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე ბიძინა ივანიშვილი რა მასშტაბით ჩაერევა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. თუ მოახერხებს და ეს მასშტაბი შემცირდება, ეს მის პოლიტიკურ მომავალს წაადგება. ეს გარემოება მისთვის მომავალ წელს იქნება მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი, რის გამოც საკუთარი პოლიტიკური პოტენციალს გამოვლენა გაუჭირდება.

დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე – მისთვის განსაკუთრებით კარგი იქნება წლის მეორე ნახევარი, სექტემბრიდან შესაძლოა მისმა რეიტინგმა საგრძნობლად მოიმატოს. გამორიცხული არ არის უსუფაშვილმა ითამაშოს შუამავლის როლი დანარჩენ "რესპუბლიკელებსა" და თუნდაც ღარიბაშვილ -ივანიშვილს შორის, ვინაიდან უსუფაშვილს უკავია შუალედური პოზიცია ამ ურთიერთობებში, თანაც ის დიდ პატივს სცემს ივანიშვილს. "რესპუბლიკელებიდან" ის ყველაზე ზომიერია, მათ შორის გამონათქვამებში და მის პოზიციაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. წლის პირველ ნახევარში შესაძლოა, ურთიერთობა დაეძაბოს პრემიერთან, მაგრამ მეორე ნახევარში მას აქვს საშუალება ეს ურთიერთობები დაალაგოს და გამოასწოროს, ხოლო თუ კრიზისული სიტუაცია შეიქმნა არ გამიკვირდება, თუ მხოლოდ ის შემორჩება სახელისუფლო სტრუქტურებს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს