ვარიანში სასულიერო პირმა მრავალშვილიან ოჯახს მიწები გადასცა

ვარიანში სასულიერო პირმა მრავალშვილიან ოჯახს მიწები გადასცა

გორის რაიონის სოფელ ვარიანში მცხოვრებ ზუბაშვილების მრავალშვილიან ოჯახს მამა გრიგოლმა (გოგიჩაძე) საახალწლო საჩუქრები მოუტანა. ნაძვის ხის, ტკბილეულის, სათამაშოების და პროდუქტის გარდა, მამა გრიგოლმა ოჯახის წევრებს მიწებიც გადასცა.

"დილით დაგვირეკა მამაომ. წაიყვანა ბავშვები გორში. ნაძვის ხე, სათამაშოები, ტკბილეული და პროდუქტი უყიდა. დიდი ხანია ისედაც დიდ ყურადღებას გვაქცევს. მედიკამენტები თუ დამჭირდება ბავშვებისთვის, აუცილებლად მეხმარება. ხშირად ნისიად თუ რამე წამოგვიღია მაღაზიიდან ან აფთიაქიდან, გვეუბნებიან, რომ თქვენი ვალი მამაომ გადაიხადაო", - აცხადებენ ოჯახის წევრები.

გენადი და ხათუნა ზუბაშვილებს ამჟამად 5 შვილი ჰყავთ. სიდუხჭირის და საკვების სიმცირის გამო კი მანამდე 3 მცირეწლოვანი შვილი გარდაეცვალათ. ბოლო ასეთი ტრაგიკული ფაქტი ამ ოჯახში 2009 წელს მოხდა.

"გახსოვთ, ამათი ტრაგედია მაშინ. ამ ამბის გახმაურების გამო სერიოზული წინააღმდეგობები შეგვხვდა იმ დროს, დამიპირისპირეს ხალხი, მაგრამ დღეს ამას არა აქვს მნიშვნელობა. სრულიად უსასყიდლოდ იმ მიწებს გადავცემ, რომელსაც მე ამ სოფელში ვფლობ", - ამბობს მამა გრიგოლი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა