საქართველო "ლოთი" ქვეყნების რეიტინგში - რამდენი ალკოჰოლი დაულევია გასულ წელს თითო ქართველს

საქართველო "ლოთი" ქვეყნების რეიტინგში - რამდენი ალკოჰოლი დაულევია გასულ წელს თითო ქართველს

ბევრი ფიქრობს, რომ ქართველები ღვინისა და საერთოდ, ალკოჰოლის მოყვარული ერი ვართ. თუმცა სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე. ალკოჰოლის მომხმარებელ 200 ქვეყანას შორის საქართველო მხოლოდ 67-ე ადგილზეა. მონაცემები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. ამ გათვლებით, ერთი საშუალო სტატისტიკური ადამიანი ყველაზე მეტ ალკოჰოლს ბელორუსში მოიხმარს (17,5 ლიტრი წლის განმავლობაში). მეორე ადგილზეა მოლდოვა (16,8 ლიტრი), მესამეზე - ლიტვა (15,4), რუსეთი მხოლო მეოთხე ადგილზეა (15,1 ლიტრი), მეხუთეზე - რუმინეთია (14,1).

რაც შეეხება ქართველებს, ამ სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ერთ საშუალო სტატისტიკურ ქართველს წლის განმავლობაში 7,7 ლიტრი ალკოჰოლი დაულევია.

შედეგებში გათვალისწინებულია როგორც მამაკაცები, ასევე ქალები და 15 წელზე ზემოთ ახალგაზრდები. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მონაცემებში გათვლილია აღურიცხავი, შინ დამზადებული ალკოჰოლიც.

ყველაზე მეტი აღურიცხავი ალკოჰოლის რაოდენობითაც ბელორუსი ლიდერობს.

რეიტინგში მოყვანილია მომავალი წლის პროგნოზიც. მას თუ დავუჯერებთ, 2015 წელს ერთი საშუალო სტატისტიკური ქართველი უფრო ნაკლებს - 6,7 ლიტრ ალკოჰოლს მიიღებს წლის განმავლობაში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს