რისთვის დაბრუნდნენ სამშობლოში რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები

რისთვის დაბრუნდნენ სამშობლოში რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები

მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერლები: თემურ თათარაშვილი, მამუკა ონაშვილი, ზურა დოიჯაშვილი, აჩი ფურცელაძე, გიგა კვენეტაძე, აჩიკო ცანკაშვილი, გიორგი მელიქიშვილი ახალ წელს საქართველოში შეხვდნენ. ისინი აქ ერთი თვე დარჩებიან. თბილისში ჩამოსულებმა კი ასე გადაწყვიტეს, რომ ყველამ ერთად, კლიპი გადაიღონ, რაც უნდათ, რომ მეგობრობას და საკუთარი ქვეყნის მონატრებას მიუძღვნან. ვიდეორგოლში მათთან ერთად, ანგელინა კაპლანი (ქალბატონი ისრაელიდან, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს) მონაწილეობს. სიმღერას ჰქვია "ერთად ყოფნა მოგვნატრებია," რომლის მუსიკის ავტორიც ზურა დოიჯაშვილია, ტექსტი კი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის. კლიპზე კვალიფიციური და ცნობილი რეჟისორი - ალექსანდრ სიუტკინი მუშაობს. გადაღებები თბილისის ქუჩებში კიდევ 5 დღე გაგრძელდება.

მამუკა ონაშვილი:

- ყველამ ერთად გადავწყვიტეთ და ჩამოვედით. ახლა ვიღებთ კლიპს, სიმღერა მეგობრობასა და მონატრებაზეა. დავდივართ მთელ თბილისში და აქაურობას ვეფერებით. ამჟამად ძველ თბილისში გვაქს გადაღება, რამდენიმე დღეში აეროპორტისკენ გადავინაცვლებთ და კიდევ ავარჩევთ ადგილებს...

- ქართველ მომღერლებთან ერთად, კლიპში ებრაელი ქალბატონიც მონაწილეობს. როგორ მოხვდა ის თქვენს ჯგუფში?

- ის ჩვენთან ერთად მღერის. ანგელინა, საქართველოს კარგად იცნობს. წლების წინ მამასთან ერთად ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე აქ. ასე რომ, მისთვის თბილისი ახლობელი ქალაქია... მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს ჩვენი ნამუშევარი არანაირად არ არის პოლიტიკაზე და საერთოდ, არფერ შუაშია პოლიტიკა. ყველანი დიდ ხანია წასულები ვართ აქედან, მოგვენატრა აქაურობა და ჩამოივედით.

- თქვენს ამ ახალ ნამუშევარს სად იხილავს მაყურებელი?

- თვის ბოლოს ვიდეორგოლის პრემიერა "ნანუკას შოუში" შედგება, თუმცა მანამდე, ის ამერიკაში დამონტაჟდება... ყველას გილოცავთ ახალ წელს!

P.S. კლიპში პატარებიც მონაწილეობენ, მათ შორის, 5 წლის სანდრო მაკალათია, თამუნა მუსერიძისა და გუფის (გურამ მაკალათიას) შვილი. პატარა სანდრო, როგორც დედამისი ამბობს, ძალიან გაახალისაა ამ გადაღებებში მონაწილეობამ...

ლალი ფაცია…

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა

სალომე გოგიაშვილის სამსართულიანი სახლი აუზითა და კინოთეატრით - "სახლში პერიოდულად ცვლილებები უნდა შეიტანო, ერთი და იგივეს ყურება მოსაბეზრებელია"

ზაზა ფაჩულიას საახალწლო სამზადისი - კალათბურთელის დიდი ოჯახის სადღესასწაულო ფოტოები