თუ უცებ დაგეწყოთ ყელის ტკივილი, სიმშრალე ან ხველა, დაუყოვნებლივ ჩაიტარეთ ეს პროცედურა.
დაგჭირდებათ ქაცვის ზეთი (იყიდება აფთიაქებში). მოათავსეთ ეს ზეთი საწვეთურში (ე.წ. პიპეტკა) და ცხვირში ჩაიწვეთეთ. დიახ, ცხვირში, ვინაიდან პრობლემა უმთავრესად ყელის ზედა ნაწილში იწყება, რომელსაც ყელში სავლებებით ვერ მიწვდებით. იგივე შეიძლება ითქვას სხვა სამკურნალო საშუალებებზე, რომელსაც პირიდან იღებთ.
ზეთის ცხვირიდან ჩაწვეთება ყველაზე ეფექტური საშუალებაა ყელის სიმშრალის, ტკივილის და ხველის დროს, რომლებიც ანთებითი პროცესებით, ლარინგიტით ან ფარინგო-ლარინგიტით არის გამოწვეული.