ავტორი:

ასტროლოგიური წლის ბოლო ახალი მთვარე და განწმენდის რიტუალი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვინ იგრძნობს 23 თებერვლის ახალმთვარეობას ყველაზე მეტად

ასტროლოგიური წლის ბოლო ახალი მთვარე და განწმენდის რიტუალი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვინ იგრძნობს 23 თებერვლის ახალმთვარეობას ყველაზე მეტად

ასტროლოგიური წელი 12 ახალმთვარეობისგან და 12 სავსემთვარეობისგან შედეგება. ასტროლოგიური ახალი წელი 24 მარტს - ვერძის ზოდიაქოში, ახალმთვარეობაზე დადგება. 23 თებერვლის ახალმთვარეობა მოხდება თევზების (თევზები ზოდიაქოს წრის ბოლო, მეთორმეტე ნიშანია) მეხუთე გრადუსში, თბილისის დროით 19:31-ზე. ახალმთვარეობა არის ორი მნათობის - მზისა და მთვარის შეერთება ზოდიაქოს ნიშანში. თევზები, სადაც ახალმთვარეობა დადგება, ეს არის წყლის სტიქიის მესამე წარმომადგენელი. ეს არის ემოციის, სულიერების, ქველმოქმედების, მგრძნობიარობის, სენტიმენტალურობის, თანაგრძნობისა და სიკეთის სიმბოლო. რასაც ზოგიერთი ადამიანი სისუსტედ უთვლის მათ. სინამდვილეში, თევზების სიძლიერე მათ სულიერებაშია. ის კია, რომ თევზებს სურთ რეალობისგან გაქცევა, თითქოს უჭირთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება... ახალმთვარეობა თევზების ზოდიაქოში მიგვითითებს, რომ ვიყოთ მეტად მგრძნობიარეები, სულიერები, თანაგრძნობით აღვივსოთ, ჩავიხედოთ ჩვენს სულიერ სამყაროში. ჰარმონიის მიღწევაში შეიძლება დაგვეხმაროს მუსიკა, მედიტაცია.

პლანეტა მერკური ახლა თევზების ზოდიაქოს სტუმრობს, მერკური ამ ნიშანში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, ის აქ დაცემულიცაა და გაძევებულიც. თანაც მერკური რეტროგრადულია. რაზე მიგვითითებს ის? უნდა გავერკვეთ წარსულის სიტუაციაში, რადგან ახლა ის თევზების ზოდიაქოშია ბრძოლა და აგრესია არ გამოგვადგება, შინაგანი ძალა უნდა მოვნახოთ, წინაღობების გადასალახავად და არ დავადანაშაულოთ სხვა, რომ ცუდად მოგვექცა.

მთვარის ამ თვეში კარგია გაწყვეტილი კავშირების აღდგენა, პატიების თხოვნა. ჩვენ გვეძლევა შანსი, რომ გამოვისწოროთ კარმა

მთვარის ეს თვე კარგი არაა ვინმესთან პაექრობისთვის, ბრძოლისთვის. სიმართლე გითხრათ, მეტად ზარმაცულია, ზოგიერთს კი შეიძლება სრული პასიურობაც კი დაემართოს და არ ჰქონდეს რაიმეს კეთების სურვილი. კარგია, განმარტოება, საკუთარ თავში ჩაღრმავება, წმინდა ადგილების მონახულება, რეტრიტები. გაფრთხილებთ, რომ მაქსიმალურად მოერიდოთ ალკოჰოლისა და სხვა მათრობელა საშუალებების მიღებას.

  • ვინ იგრძნობს ახალმთვარეობას ყველაზე მეტად?

რა თქმა უნდა, თევზების ზოდიაქოს წარმომადგენლები და განსაკუთრებით, 19-28 თებერვლის შუალედში დაბადებულები (აგრეთვე ისინი, ვისაც მთვარე ჰყავთ თევზების ზოდიაქოში და პირადი პლანეტები თევზების მეხუთე გრადუსში). აგრეთვე იგრძნობენ ქალწულის ზოდიაქოს წარმომადგენლები - 24 აგვისტოსა და 2 სექტემბერის შუალედში დაბადებულები. ეს ახალმთვარეობა მიგითითებთ, რომ მტრობის დრო დამთავრდა და ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. და პირველ რიგში მშვიდობა და სიმშვიდე საკუთარ თავში უნდა იპოვოთ. უნდა დამშვიდდეთ, პირად ჰარმონიას მიაგნოთ და იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. აგრეთვე, ამ ახალმთვარეობას იგრძნობენ კირჩხიბები (20 ივნისიდან პირველი ივლისის შუალედში დაბადებულები) და მორიელები (24 ოქტომრიდან 2 ნოემბრის შუალედში დაბადებულები). თქვენთვის სასიკეთოა ეს ახალმთვარეობა. თქვენ თითქოს დიდი ხნის წინ დაიწყეთ რაღაცის შეცვლა თქვენს ცხოვრებაში და უკვე ახლა კოსმოსის ნებართვასაც მიიღებთ, რომ ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ მოგვარდეს. რეტროგრადული მერკურის გავლენით, შეიძლება განახლდეს ძველი საქმე, მიუბრუნდეთ ძველ პროექტს ან მიიღოთ პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე. მოულოდნელობები (არაა აუცილებელი ცუდი იფიქროთ, უბრალოდ, რაც დაგეგმილი არ გქონდათ) ელით ტყუპსა (23 მაისიდან პირველი ივნისის შუალედში დაბადებულები) და მშვილდოსანს (23 ნოემბრიდან 2 დეკემბრის შუალედში დაბადებულები). თქვენს უნდა გადახედოთ, გადააფასოთ, გამონახოთ კომპრომისი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. შეიძლება წარსულის სიტუაცია განმეორდეს, განახლდეს საქმე, კავშირი. მთავარია, თავად იყოთ სულიერი, ჰარმონიული. ნახეთ სრულად + განახლების რიტუალი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ

პარალელური სამყარო, სადაც კორონავირუსი ვერ აშინებთ - თავბრუდამხვევი ფოტოები რიოს კარნავალიდან

"უბრალოდ ჰარი დამიძახეთ“ - სკანდალის შემდეგ დიდ ბრიტანეთში დაბრუნებული პრინცის მიმართვა საზოგადოებას