შაშიანში 45 წლის მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილიც

შაშიანში 45 წლის მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილიც

გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში 45 წლის მამაკაცი მოკლეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფლის რწმუნებულმა განუცხადა, მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გარდაცვლილს მკვლელის ვალი ჰქონდა 50 ლარის ოდენობით. დაჭრილია გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილიც.

"შემთხვევა წუხელ მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული მამაკაციც და გარდაცვლილიც მანქანის ხელოსნები არიან. 50 ლარის ნაწილები ჰქონია წაღებული და ალბათ, ვალის გადახდა დააგვიანა. წუხელ მისულა ოჯახში თოფით და უსვრია. გაშველების დროს გარდაცვლილის ბიჭიც დაიჭრა",- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ შაშიანის რწმუნებულმა ნიკოლოზ მღებრიშვილმა.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა