ჩუმლაყში ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის - "ჩემს ქმარს არ სწამდა და ეხლა თვითონ მოუშვა წვერი"

ჩუმლაყში ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის - "ჩემს ქმარს არ სწამდა და ეხლა თვითონ მოუშვა წვერი"

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის. ხატი კობიაშვილების ოჯახშია დაბრძანებული. ოჯახის წევრებმა მეზობლის ნაჩუქარ ხატზე მცირე რაოდენობის სისხლი რამდენიმე თვის წინ შენიშნეს.

"2 წლის წინ, ჩემ შვილს ეს ხატი მეზობელმა დაბადების დღეზე აჩუქა. ხატი მთლად სუფთა იყო და ახლა 2 წლის მერე, ოქტომბრის თვიდან გაუჩნდა ეს ლაქა. თავიდან ორი ხაზი ჰქონდა, მაგრამ ორი დღის მერე მესამე ხაზიც გაუჩნდა. მამა მიქაელთან წავაბრძანეთ ეს ხატი და მან გვითხრა, რომ კიდევ მოემატება და არ შეგეშინდეთო. ვინც მოვიდეს, ყველა შემოუშვით და ყველამ ილოცოსო. ძალიან ბევრი ხალხი მოდის. სწრაფშემსმენელი და სასწაულმოქმედიაო მამა მიქაელმა თქვა. ჩემს ქმარს არ სწამდა და ეხლა თვითონ მოუშვა წვერი", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნაირა კობიაშვილმა.

ხატი სასულიერო პირებმაც ნახეს.

"ეს სისხლად შეიძლება ჩაითვალოს. ნიკაპთან ნაკაწრია და სისხლის ლაქები იზრდება. მეუფემ მკითხა, სურნელოვანი თუ იყო, მაგრამ არ ვიცით. ხატი ჩარჩოში ზის და მისი გახსნის გადაწყვეტილება თავად ვერ მივიღე. მეუფესთან ვაპირებთ ხატის წაბრძანებას და მაშინ გვეცოდინება ზუსტი პასუხი", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჩუმლაყში მდებარე ეკლესიის მოძღვარმა, მამა ბეჟანმა.

იხილეთ ვიდეო

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა