10-კილოგრამიანი ინდაური, 7 კილოგრამი კარტოფილი და ლობიო, 50 იორკშირული პუდინგი... ეს დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი ოჯახის საშობაო ლანჩია.
სიუ და ნოელ რადფორდს 16 შვილი ჰყავთ და კიდევ ერთს ელოდებიან. მათი სუფრა 22 ადამიანზეა გაშლილი – ბებია-პაპებიც დაპატიჟეს სტუმრად. კარტოფილის გაფცქვნა ღამის პირველ საათზე დაიწყეს, ბავშვებმა კი დილის 7 საათზე გახსნეს საჩუქრები. მშობლები თურმე სექტემბრიდან ყიდულობდნენ მათთვის საჩუქრებს და საკმაო ძალისხმევა დასჭირდათ თექვსმეტივეს სურვილის შესასრულებლად. მით უმეტეს, რომ თითოეულს თურმე 4 საჩუქარი მოუმზადეს და ყველა სათითაოდ შეფუთეს – თვითონვე. ამისთვის 80 მეტრი შესაფუთი ქაღალდი დასჭირდათ და ერთი თვის განმავლობაში, ღამ-ღამობით ორ-ორ საათს ხარჯავდნენ საჩუქრების მალულად შეფუთვაში."მე უბრალოდ მომწონს დედობა. ჩვენ მართლა გაგვიმართლა", - ამბობს 38 წლის სიუ, რომელმაც პირველი შვილი 14 წლისამ გააჩინა.
განაგრძეთ კითხვა (+ფოტოები)