გუდაურში თოვლის საფარმა 170 სმ-ს მიაღწია

გუდაურში თოვლის საფარმა 170 სმ-ს მიაღწია

საქართველოს მაღალმთიანეთში თოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სააგენტოს მთავარმა სინოპტიკოსმა, ნაირა მანველიშვილმა განუცხადა, წუხელ ღამით თოვდა რიკოთზე, ამბროლაურში, მესტიაში, ბაკურიანში, გორში, შოვში, ფასანაურში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში. განსაკუთრებით ძლიერად თოვდა გუდაურში, სადაც თოვლის საფარმა 170სმ-ს მიაღწია; ასევე ფასანაურში, სადაც ამჟამად თოვლის საფარი 68 სმ შეადგენს და ფასანაურსი, სადაც თოვლის სიმაღლე 44 სმ-ია.

მანველიშვილის თქმით, დასავლეთ საქართველოს ბარში ახლა წვიმს. მთასა და მაღალმთაში კი თოვს, ზოგან ძლიერად. მოსალოდნელია ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

ჰაერის ტემპერატურა, წინა დღეებთან შედარებით, დღეს დაიკლებს, კერძოდ, დასავლეთ საქართველოს ბარში ამაღამ +2;+7; ხვალ დღისით +2;+7 დაფიქსირდება; მთაში მოსალოდნელია -1;+4; დღისით -5;0.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში დღეს ღამით -2; +3; ხვალ დღისით - +3;+8; მთაში ღამით, -3;+2; დღისით -2;+3; მაღალმთაში ღამით -6;-1; დღისით - -5;0.

თბილისში ამაღამ +2; ხვალ დღისით - +6. ამასთან, 7 იანვარიდან დასავლეთ საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებას დაიწყებს ცივი ჰაერის მასები. შესაბამისად, 7 იანვარს, დღის მეორე ნახევარიდან დასავლეთ საქართველოში წვიმა თოვლში გადავა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდება. ძლიერი თოვლი მოსალოდნელია მთასა და მაღალმთაში. ითოვებს თბილისშიც.

7-8 იანვარს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი. კერძოდ, 10-15 მეტრი წამში, დროგამოშვებით კი 20-25 მეტრი წამში; მაღალმთაში იქნება ქარბუქი. კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე - ზვავსაშიშროება.

8 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იქნება თოვა. მათ შორის თბილისშიც. 8 იანვრიდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და ღამით ყინვები დაფიქსირდება.

9 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან თოვა შეწყდება.

9-10 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით -6;-1 გრადუსი დაფიქსირდება; მთაში -12;-7 გრადუსი; მაღალმთაში -20;-15 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -10;-5 გრადუსი; შიდა ქართლში (გორსა და ხაშურში) ღამით -14 გრადუსამდე; მთაში ღამით - 15;-10; მაღალმთაში ღამით -23;-18 გრადუსი.

თბილისში 9 იანვარს ღამით -5 გრადუსი იქნება; 10 აინვარს ღამით კი -6.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს