საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში 2014 წლის ბიუჯეტს აჯამებს.
"რომ შევაჯამოთ 2014 წლის ბიუჯეტი:
1. მთელი წლის გნმავლობაში საბიუჯეტო პროცესი იყო სავალალო.
2. ჩამორჩენა როგორც შემოსავლების, ნაწილობრივ ხარჯების გეგმაში აღმოიფხვრა დეკემბრის თვის ბოლო დღეებში. მხოლოდ ბოლო ორ დღეში "დაიხარჯა" (გადაირიცხა) 300 მილიონი ლარი, რაც გასულ თერთმეტ თვეში გაწეული საშუალოთვიური ხარჯის თითქმის ნახევარია. წლის განმავლობაში უცხოეთიდან გეგმაზომიერად მისაღები ასეული მილიონობით ლარი შემოვიდა მხოლოდ ბოლო დღეებში, რაც ფაქტობრივად ბიუჯეტის ქაღალდზე შესრულებას ნიშნავს, ვინაიდან ფულის რეალურ საქმეებზე დახარჯვა მოხდება მომავალი წლის განმავლობაში.
3. წლევანდელი ბიუჯეტით საკეთებლის სამომავლოდ გადაწევა ანგრევს 2015 წლის ბიუჯეტს და იმავე ბედს უქადის, რაც გასულ წელს იყო.
4. თუ გასული წლის ერთ თვეში შემოსავალ-ხარჯები შეადგენდა დაახლოებით 700 მილიონ ლარს, დეკემბერში იგი თითქმის 1,3 მილიარდი ლარი იყო (ძირითადად, დაგვიანებული უცხოური წყაროების გამო). ამ თანხის ნახევარი დუხარჯავია და სამომავლოდ დააწვება ლარს და ფასებს, თუ მიმდინარე წლის ბიუჯეტით დაგეგმილი რაიმე საქმის წამოწყება გადაწყვიტეს.
4. ხარჯების გეგმის დანაკლისია 108 მილიონი ლარი. ეს ქაღალდზე. რეალურად 400-500 მილიონი აუთვისებელია და კონტრაქტორებს უდევთ ნაშთების სახით.
4. ლარის დევალვაციამ და ბიუჯეტის არაგეგმაზომიერმა ხარჯვამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მაკროეკონომიკურ გარემოზე და სუსტი ეკონომიკურ ზრდის მთავარი მიზეზი გახდა.
5. თუ ყოველივე ამას ორწლიან ციკლად განვიხილავთ, სახეზეა სერიოზული ჩავარდნა ფულად - საკრედიტო და ფისკალურ სფეროში, რის გამოც ნორმალურ ქვეყანაში მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა უეჭველად".