"9 წელი რა ხდებოდა? ხო, ვჩქარობდით და ცოტა გადავამლაშეთ" - კობა სუბელიანი სამთავრობო "აჯაფსანდალზე"

"9 წელი რა ხდებოდა? ხო, ვჩქარობდით და ცოტა გადავამლაშეთ" - კობა სუბელიანი სამთავრობო "აჯაფსანდალზე"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი კობა სუბელიანი ხელისუფლების მართვის სისტემას სოციალურ ქსელში ორიგინალური სტატუსით აკრიტიკებს.

"ამასწინათ პოლიტიკაზე მკითხეს რაღაც, რეფორმები, ხალხი, სახელმწიფო, მართვა. რატომღაც აჯაფსანდალი გამახსენდა - ბევრი სხვადასხვა პროდუქტისგან მზადდება. ბადრიჯანი, კარტოფილი, პომიდორი, სტაფილო, ბულგარული, ხახვი, მწვანილი, რეჰანი განსაკუთრებით. ყველა კარგად უნდა შეარჩიო, გარეცხო, დაჭრა. მერე ცალ-ცალკე შუშავ ტაფაზე. ბოლოს მარილი და კერძიც მზადაა. კერძის მომზადებისას სამი რამ არ უნდა დაგემართოს. პირველი ისაა, რომ პროდუქტების შერჩევა არ უნდა შეგეშალოს. თუ რომელიმე პროდუქტი ცუდი გამოდგა, ან ისეთი პროდუქტი ჩააჭერი რომელიც არ ჭირდება, კერძი ფუჭდება და საჭმელადაც უგემურია. მეორე, რაც არ უნდა დაგემართოს ისაა, რომ არ უნდა დაგეწვას, თორემ ახალ ტაფაზეც რომ გადაიტანო, გემოს მაინც გაგიფუჭებს.

მესამე მარილის ამბავია - არ უნდა გადაამლაშო, თორემ საჭმელად აღარ ივარგებს და მოგიწევს წყალი დაამატო, თუმცა კერძი უკვე გაფუჭებული იქნება. ცოტა ვრცლად კი აღვწერე აჯაფსანდალის ამბავი, მაგრამ სახელმწიფოში პოლიტიკა და რეფორმების გატარება ამ კერძს ნამდვილად მაგონებს.

პროდუქტები ის რეფორმებია, რომლებიც აუცილებელია კერძის მოსამზადებლად და მათ კარგი შერჩევა და მომზადება უნდა. არც მაღალი ცეცხლი გამოდგება იმიტომ, რომ რეფორმების გატარებისას დაწვის საშიშროება დიდია და მით უფრო არ უნდა გადაამლაშო, თუ გინდა რომ კერძი უგემური არ იყოს.

9 წლის მანძილზე რა ხდებოდა? ხო, ცოტა ვჩქარობდით, კერძი გვქონდა მოსამზადებელი. პროდუქტებსაც ვარჩევდით ხანდახან ცოტა ნაჩქარევად. დაგვეწვა კიდეც იმიტომ რომ მაღალ ცეცხლზე ვამზადებდით და, სამწუხაროდ, ცოტა გადავამლაშეთ კიდეც, ამიტომ იყო წყალი რომ დავამატეთ ბოლოს. მაგრამ ერთი რამ იყო, ვიცოდით რა კერძი უნდა მოგვემზადებინა და რა პროდუქტებისგან.

დღეს რა ხდება? რა კერძს ამზადებენ და რა პროდუქტებისგან, არ იციან და გაზის ანთებაც მგონი ჯერ არ უსწავლიათ. როდის იქნება კერძი მზად? აბა მე რა ვიცი, სამზარეულოში ვინცაა, ნეტა, იმან მაინც იცოდეს".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს