გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ წინასწარმეტყველის დაცინვისგან - ხასო ხანგოშვილი

გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ წინასწარმეტყველის დაცინვისგან - ხასო ხანგოშვილი

"ისლამური სახელმწიფოს" მეთაური იქნება, თუ რელიგიური მიმდინარეობის რომელიმე ლიდერი, მათი და მათი საქმიანობის კარიკატურაზე გამოხატვა სიტყვის თავისუფლებაა, მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ წინასწარმეტყველის დაცინვისგან", - აცხადებს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი, პარიზში ჟურნალის რედაქციაზე ტერორისტული თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას.

უხუცესთა საბჭოს წევრის განცხადებით, ტერორისტული აქტები ყოველთვის დასაგმობია.

"თუ ვინმე რამე გადაცდომას გააკეთებს, არ გაქვს უფლება, რომ შეიჭრა და დახოცო. ეს მიუღებელია. აზრის გამოხატვაც შეგიძლია, მიტინგის მოწყობაც შეიძლება, მაგრამ ასეთი ტერორისტული აქტი დაუშვებელია", - აღნიშნავს ხასო ხანგოშვილი.

მისივე თქმით, პარიზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მუსლიმების მიმართ ნეგატიური განწყობა და აგრესია გაიზრდება, თუმცა რელიგიასთან მისი დაკავშირება გაუმართლებელია.

"ისლამს სულ სხვა პრინციპები აქვს, ძალიან ჰუმანური რელიგიაა, ქადაგებს სიყვარულს, მოსეს ათი მცნება კრძალავს კაცთა კვლას, მით უმეტეს თუ არ ახორციელებს ძალადობას შენს მიმართ და არ გიკრძალავს შენი რელიგიის აღსრულებას, ქადაგებას. გამონაკლისის სახით, მხოლოდ ამ შემთხვევაშია დასაშვები ძალადობა. სხვა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება კაცის კვლა, ასე ბრძანებს ყურანი", - ამბობს ხასო ხანგოშვილი.

7 იანვარს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ის რედაქციაზე თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჟურნალის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა