ლაგოდეხს სასმელი წყალი არ მიეწოდება. როგორც რადიო "ჰერეთს" გაერთიანებული წყალმომარაგების ლაგოდეხის სერვის-ცენტრის უფროსმა განუცხადა, მიზეზი წყლის მაგისტრალის დაზიანებაა. ივანე ლომიძის თქმით, დაზიანებული მაგისტრალის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და აბონენტებს სასმელი წყლის მიწოდება რამდენიმე საათში აღუდგებათ.
დღეს, დილიდან ლაგოდეხის მოსახლეობას სასმელ წყალთან ერთად ელექტროენერგიაც არ მიეწოდებოდა.
წყარო: heretifm.com