ასტროფიზიკოსებმა დედამიწის მსგავსი პლანეტები აღმოაჩინეს

ასტროფიზიკოსებმა დედამიწის მსგავსი პლანეტები აღმოაჩინეს

ჰარვარდის და სმითსონიანის ცენტრის ასტროფიზიკოსების ჯგუფის ახალმა კვლევამ დაამტკიცა, რომ სამყაროში არსებობს ეკოპლანეტები, რომლებიც თავიანთი ვარსკვლავების ირგვლივ ბრუნავენ. ამის ნიადაგზე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა იქ წყალი და სიცოცხლეც კი არსებობდეს.

პარალელურად, ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების კრებაზე, რომელიც სიეტლში გაიმართა, მეცნიერთა კოლექტივებმა დაამტკიცეს, რომ არსებობს ახალაღმოჩენილი რვა პლანეტა, რომლებიც დიდი ალბათობით დედამიწის ორეულები არიან.

20 წლის წინ მეცნიერები არც კი ეჭვობდნენ, რომ ასეთი პლანეტები არსებობდნენ. ასეა თუ ისე, დედამიწის აბსოლუტური ასლი ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ. ყველაზე მეტად დედამიწას ორი პლანეტა გავს, რომლებიც მზის მაგვარი ვარსკვლავების ირგვლივ ტრიალებენ. მეცნიერებმა ამ პლანეტებს კიპლერ 438ბი და კიპლერ 442ბი დაარქვეს.

2017 წელს იგეგმება დედამიწის მსგავსი ყველაზე ახლოს მყოფი პლანეტის გამოკვლევა. იქ გაიგზავნება თანამგზავრი, რომელიც პლანეტის ზედაპირს გამოიკვლევს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს