თავდაცვის ყოფილი მინსტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე არშიყობის საკითხში რაჭველი მამაკაცების პასიურობით "შეწუხებული" მეგობრის შესახებ იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს.
"მეგობარი მყავდა რაჭაში წაყვანილი და ვაჩვენებ რაღაცებს და თან ვუყვები, - რაჭა არის ევროპა, 90-იან წლებშიც კი, ადამიანების აგრესია პიკზე რომ იყო, კრიხულაზე გოგოები "კუპალნიკებით" ბანაობდნენ და ირუჯებოდნენ და ერთი შემთხვევა არ ყოფილა, ვინმეს ან შეურაცხყოფა მიეყენებინა, ან ზედმეტად შეეწუხებინა, აი ახლაც შუაღამისას ამბროლაურში ვართ, აგერ ბიჭების "ბირჟაა" და არ არსებობს ვინმემ თავი უხერხულად გაგრძნობინოს, ან რამე დისკომფორტი შეგიქმნას და შეგაწუხოს-თქო.
ჩემი მეგობარი ქართული ტრადიციისამებრ (რომ არაფრით არ უნდათ გაიზიარონ და დაეთანხმონ სიკეთეებს), მეუბნება - გავიგე ყველაფერი, მაგრამ მიდი ახლა იმ ბიჭთან და უთხარი, შემაწუხოს, იქნებ მინდა, რომ ცოტა შემაწუხოს და ჩემი პოზიცია გამოვხატო, რომ შეწუხებული ვარ არშიყობით?? ევროპელები კი არა, დებილები ხართ თქვენო.
აი..
განა ლამაზი საქციელია ეს?", - წერს ფანჯიკიძე.
პოსტს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:
- რაჭაში თითქოს ყველა მონათესავე და ახლობელია, ყველას გამოუჩნდება საერთო ნათესავი მოგვარე და მოკლედ ნამეტანი ფრთხილობენ ეტყობა, ქვე ჩემი ბიძაშვილი არ გამოჩნდესო, ეს გოგუნაო.. მეც რაჭველი ვარ, კობახიძე, ნიკორწმინდიდან.. ჩვენთან უაესი სიტუაციაა, უბნებადაა გვარები, ისე თუ გაერთობოდი თორე, გაპრანჭვით ვერ გაეპრანჭებოდი და ვერც გაგეპრანჭებოდნენ ..
ნათია ფანჯიკიძე: მაგიტომაც გვიან ქორწინდებიან ძალიან. ))) ბერბიჭები უნდა დაპატიმრდნენ! ცქვიტად თუ უნდა ვინმეს გათხოვება, უნდა ჩაირბინოს იმერეთში ))))