"2 ტყუილი და 2 სიმართლე ბათუმის ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით" - დიმიტრი შაშკინი

"2 ტყუილი და 2 სიმართლე ბათუმის ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით" - დიმიტრი შაშკინი

"საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მოკლა ბათუმის ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის პროექტი", - წერს ”ფეისბუქის” პირად გვერდზე განათლების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინი.

”ამ უდიდეს მავნებლობის "გასაპრავებლად" საზოგადოებას მუდმივად ესმის 2 ტყუილი:

ტყუილი N 1

ამერიკელებმა (Millennium Challenge Corporation) თავად უარი თქვეს ამ პროექტზე.

სიმართლე:

ამერიკელებმა მოგვცეს თანხმობა ამ პროექტის დაფინანსებაზე ჯერ კიდევ 2011 წლის ბოლოს, მაგრამ რადგან ახალმა ხელისუფლება უარი თქვა ამ პროექტზე, იძულებულები იყვნენ გადაემისამართად სხვა პროექტებზე ის 60 მილიონი დოლარი, რაც მიდიოდა სპეციალურ ფონდში, რომლით დაფინანსდებოდა ქართველების სწავლა ამ უნივერსიტეტში. ხაზს ვუსმევ- ქართველებისთვის სწავლა ამ უნივერსიტეტში იქნებოდა უფასო.

ტყუილი N 2

ბათუმის შენობა არ არის გათვლილი უნივერსიტეტისთვის.

სიმართლე:

ბათუმის შენობის "მინუს" 2 სართულზე უნდა ყოფილიყო ლაბორატორიები, პირველ 2 სართულზე ბიბლიოთეკა, 3-6 სართულებზე აუდიტორიები, 7-10 სართულებზე ადმინისტრაცია, 11-14 სართული იქნებოდა საუნივერსიტეტო სასტუმრო ამერიკელი და ქართველი პროფესორებისთვის, ამის ზევით კი იქნებოდა სხვადასხვა ოფისები. შენობა იყო აშენებული უშუალოდ ამერიკული უნივერსიტეტების სპეციალისტების მოთხოვნების საფუძველზე და მის შიდა ინფრასტრუქტურის დაპროექტების დროს იყო გამოყენებული MIT უნივერსიტეტის გამოცდილება.

იმისთვის, რომ მხოლოდ ჩემ სიტყვებს არ ენდოთ მინდა მოვიყვანოთ რამდენიმე არგუმენტი და ფაქტი ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად.

ფაქტი N 1

ამერიკულმა მხარემ დააფინანსა და ჩაატარა კვლევა, რომლითაც დამტკიცდა, რომ ბათუმის ამერიკულ უნივერსიტეტს ექნებოდა დიდი მომავალი. პარალელური კვლევა იგივე შედეგით ჩაათარა საქართველოს მთავრობის დაკვეთით ტეხასის უნივერსიტეტების კონსორციუმმა. ორივე დასკვნა დევს საქართველოს მთავრობის და განათლების სამინისტროს არქივებში. ძალიან მარტივია ნახვა ვინ არის მართალი - გამოაქვეყნონ ეს 2 კვლევა.

ფაქტი N2

ამერიკულმა მხარემ ჩაატარა კონკურსი და გამოავლინა 2 ამერიკული უნივერსიტეტი, რობლებიც პარტნიორად დაასახელეს თავისუფალი უნივერსიტეტი და ამ 3 უნივერსიტეტმა შექმნა კონსორციუმი. თუ ამერიკელებს არ უნდოდა ამ პროექტის განხორციელება, მაშ რატომ ჩაატარეს კონკურსი?

ფაქტი N3

2012 წლის გაზაფხულის დასაწყისში ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლები იყვნენ ბათუმში და ადგილზე აკვირდებოდნენ მათი მოთხოვნების შესრულების პროცესს. ამის ამსახველი კადრები დევს ტელევიზიებში და განათლების სამინისტროს web გვერდზე.

ფაქტი N4

შენობის "მინუს" 2 სართული არის აშენებული ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის ლაბორატორიების განთავსების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მაგალითად, იატაკი არის რეზინის, დენი შემოდის მრავალფაზიანი, დამონტაჟებულია ჰაერის გაწმენდის და კონდიცირების სპეციალური სისტემები, სპეციალური პროექტით შეყვანილია წყალი და კანალიზაცია, დამონტაჟებულია MIT უნივერსიტეტის ანალოგიური ანტისახანძრო სისტემა და ასე შემდეგ.

ფაქტი N5

ამ შენობის გარდა იგეგმებოდა კიდევ 3 კორპუსის აშენება, რომელიც იქნებოდა დაბალ სართულიანი და სადაც განთავსდებოდა დამატებითი ლაბორატორიები და აუდიტორიები. თქვენ თუ გადახედავთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს, ნახავთ, რომ ყველგან არის 1 ცენტრალური კორპუსი და მის გარშემო მერე ვითარდება უნივერსიტეტის სხვა ინფრასტრუქტურა.

მიხეილ სააკაშვილმა, ნიკა გილაურმა, კახა ბენდუქიძემ და მე გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ათასობით სტუდენტის ოცნება 2013 წლიდან უფასოდ ესწავლათ და მიეღოთ ამერიკული დიპლომი აგვესრულებინა. სამწუხაროდ, ის, რაც დღეს ხდება ამ ოცნებას გადაწევს რამდენიმე წლით. მაგრამ მე მაინც დარწყმუნებული ვარ, რომ ის ასრულდება”, - წერს დიმიტრი შაშკინი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს