ლაგოდეხში 400-მდე უპატრონო ძაღლი ბინადრობს

ლაგოდეხში 400-მდე უპატრონო ძაღლი ბინადრობს

მაწანწალა ძაღლები - პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში მთელს საქართველოში მოუგვარებელია. "ჰერეთის" ინფორმაციით, მხოლოდ ლაგოდეხის ქუჩებში 400-მდე უპატრონო ძაღლი ბინადრობს.

ასობით ცხოველი მოსახლეობას საფრთხეს ყოველდღიურად უქმნის. მათი უმრავლესობა ცოფიანი და აგრესიულია. მშიერი ძაღლები საცხოვრებელ სახლებში შედიან, ერჩიან ფეხით მოსიარულეებს და ბავშვებს.

"ძაღლები მშივრები არიან მთელი დღე, ხალხს ეტანებიან. საღამოს სახლში ვერ მივდივარ შიშისაგან, რომ ძაღლები არ შემხვდნენ", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ხალხი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, თუმცა ხელისუფლებას ჯერ არც პრობლემის მოგვარების კონკრეტული გეგმა და არც ფინანსები აქვს.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა