ვის და რა მიზნით გადაეცემა გურჯაანის სკოლა-ინტერნატი და გიმნაზიის ტერიტორია

ვის და რა მიზნით გადაეცემა გურჯაანის სკოლა-ინტერნატი და გიმნაზიის ტერიტორია

გურჯაანში, გაძარცვული და გაპარტახებული სკოლა-ინტერნატის შენობა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. აღნიშნულ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, კადეტთა კორპუსი განთავსდება. როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, უწყებასთან მოლაპარაკება ამჟამადაც მიმდინარეობს.

"თავდაცვის სამინისტრომ გადმოგვიგზავნა წერილი სკოლა-ინტერნატთან დაკავშირებით. ამბობდნენ, რომ კადეტთა კორპუსი უნდა გაკეთდეს. ამისათვის საჭირო იყო, სკოლა ინტერნატის ტერიტორია მათთვის გადაგვეცა. გარდა ამისა, როგორც განაცხადეს, ფართი საკმარისი არ იყო და გიმნაზიის ტერიტორიიდან 8400 კვადრატული მეტრი კიდევ სჭირდებოდათ. ჩვენ თანხმობა გავუგზავნეთ სკოლა ინტერნატთან დაკავშირებით. რაც შეეხება გიმნაზიის ტერიტორიას, განვუმარტეთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის უნდა მიემართათ. როგორც გაირკვა, განათლების სამინისტრომ თანხმობა განუცხადა. ამჯერად ველოდებით შესაბამის დოკუმენტაციას. თუ ყველაფერი სრულყოფილად იქნება, ხელშეკრულებას გავუფორმებთ და ტერიტორიას საკუთრებაში გადავცემთ", - აცხადებენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა