საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ახალი ბიოლოგიური სახეობა აღმოაჩინეს

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ახალი ბიოლოგიური სახეობა აღმოაჩინეს

შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უცნობი კიბოსნაირი აღმოაჩინეს, რომელიც შავ ზღვაში დღემდე არ დაფიქსირებულა და ფიჯის კუნძულებიდან მოზამბიკის სანაპირომდე, ინდოეთის ოკეანეშია გავრცელებული.

ბიოლოგები მას "გარნერის კრევეტს" ეძახიან და იგი ძვირფას სარეწაო ობიექტად არის ცნობილი.

აღმოჩენა ბათუმის სანაპიროსთან, იახტკლუბის მიმდებარე წყლებში, თევზმახის მეშვეობით მოხდა, რომელშიც კრევეტი გაება. თუ რა გზით შემოაღწია ინდოეთის ოკეანეში გავრცელებულმა არსებამ შავ ზღვაში, ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა