სოფელი ყაზახეთში, სადაც ადამიანები მასობრივად იძინებენ

სოფელი ყაზახეთში, სადაც ადამიანები მასობრივად იძინებენ

ყაზახეთის სოფელი კალაჩი ბოლო ორი წელია აუხსნელმა ფენომენმა მოიცვა. ამ ხნის მანძილზე, ანომალიური ძილით, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა, 100-ზე მეტმა ადამიანმა დაიძინა. სოფელი სხვადასხვა სპეციალისტებმა გამოიკვლიეს - ვირუსოლოგებმა, რადიოლოგებმა, ტოქსიკოლოგებმა, თუმცა ვერ გაარკვიეს, რა იწვევს "ძილის ეპიდემიას". ვარაუდი ბევრია: მიწისქვეშა გაზები, გაჟონვა ურანის საბადოებიდან და ა.შ.

"ყველაზე უჩვეულო ამ ისტორიაში ის არის, რომ ეს ადამიანები არაფრით დაავადებულნი არ არიან. მედიცინაში მსგავსი ფაქტი ჯერ არ ყოფილა, რაც ბადებს ეჭვს, ხომ არ არის ეს ყველაფერი მასობრივი ტრანსის ან ისტერიის ნაყოფი" - აცხადებს სომნოლოგი მიხეილ პოლუეკტოვი.

ექიმების აზრით, ფსიქოლოგიური აშლილობის მიზეზი შესაძლოა, დეპრესია იყოს, რაც გამუდმებით აწუხებთ ამ სოფლის მაცხოვრებლებს. ამჟამად, ყველა შახტა დაკეტილია, სამსახურები არ არის, ადამიანები ტოვებენ სოფელს.

პროფესორ ლეონიდ რიხვანოვის აზრით, შახტების დატბორვის შედეგად, ზედაპირზე გაზი რადონი ამოვიდა, რომელიც განაპირობებს მოსახლეობის ასეთ ძილიანობას. "ჰაერში არსებული როდონის შემოწმება არც თუ ისე მარტივია. სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებმა ამ ინერტული გაზის გავლენა საკუთარ თავზე უკვე იგრძნეს" - დარწმუნებულია ექსპერტი. თუმცა, ზუსტი ანალიზების გარეშე ეს მოსაზრება მხოლოდ ერთ-ერთ ვერსიად რჩება.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს