ამერიკელმა პენსიონერმა 326 მილიონი დოლარი მოიგო

ამერიკელმა პენსიონერმა 326 მილიონი დოლარი მოიგო

ნიუ-იორკში, 80 წლის პენსიონერმა ჰაროლდ დაიმონდმა, ლატარეა Mega Millions -ის ისტორიაში ყველაზე დიდი კუში მოხსნა, მისი მოგება 326$ მილიონია. მამაკაცის თქმით, მან ბილეთი შემთხვევით, ადგილობრივ ავტოგასამართ სადგურში იყიდა.

"ცოლთან ერთად მიდლთაუნში ვიყავი, რათა არჩევნების შემდეგ გვესადილა. თუმცა, ცუდმა ამინდმა გეგმები შეგვიცვალა. სადილის შემდეგ, ავტოგასამართ სადგურში მივედით და 10 დოლარიანი ბილეთი ვიყიდეთ, რის შემდეგაც არც გაგვხსენებია მისი არსებობის შესახებ", - აცხადებს ჰაროლდი.

საკუთარი მრავალმილიონიანი მოგების შესახებ მამაკაცმა მხოლოდ მეორე დღეს შეიტყო. "მეგობრები გოლფ-კლუბში საუბრობდნენ იმ იღბლიანის შესახებ, რომელმაც ბილეთი 302-ე გზატკეცილზე მდებარე გასამართ სადგურზე იყიდა. მე ვიფიქრე, რა საოცრებაა, გუშინ ხომ მეც იქ ვიყავი. შემდეგ ბილეთის შესახებ გამახსენდა და მივხვდი, რომ ეს იღბლიანი მე ვიყავი", - აცხადებს ახლადგამომცხვარი მილიონერი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს