მასპინძელმა სტუმარი ნაჯახის ჩარტყმით მოკლა - მკვლელობა ასპინძაში ძველით ახალი წლის ღამეს

მასპინძელმა სტუმარი ნაჯახის ჩარტყმით მოკლა - მკვლელობა ასპინძაში ძველით ახალი წლის ღამეს

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორაში, გუშინ, გვიან ღამით, თანასოფლელმა შელაპარაკების ნიადაგზე შუახნის მამაკაცი ნაჯახით მოკლა.

ადგილობრივების განმარტებით, გარდაცვლილი და ბრალდებული ბრალდებულის ოჯახში ერთად ქეიფობდნენ და ნასვამებს შელაპარაკება მოუხდათ. მასპინძელმა სტუმარი ნაჯახის ჩარტყმით მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, მისი დამარხვა სცადა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობის ფაქტი გახსნეს და ბრალდებული დააკავეს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა