"რუსეთის ხათრით 7 იანვარს არ ვცვლით" - ნათია ფანჯიკიძის ტკბილმწარე სიმართლე ძველით ახალი წლის შესახებ

"რუსეთის ხათრით 7 იანვარს არ ვცვლით" - ნათია ფანჯიკიძის ტკბილმწარე სიმართლე ძველით ახალი წლის შესახებ

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ძველით ახალ წელს ორიგინალური პოსტით გვილოცავს.

"ხომ სრულიად ბოდვაში გადადის დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე "გილოცაააავთ!" , მარტისკენ ძლივს გამოდიხარ მდგომარეობიდან. პრინციპში ჩინურ ახალ წლამდე შეგვიძლია "გილოცავთ" ვიძახოთ", სადაც რუსეთის ხათრით 7 იანვარს არ ვცვლით, იქაც ჩინეთი, მსოფლიოს მომავალიაო ამბობენ, თადარიგი დავიჭიროთ.

ხომ სრულიად არაპრაგმატულია ამდენი დღესასწაულით სამუშაო რეჟიმის დემორალიზება და კარგად გამოხატავს დროის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას და ჩვენს ზოგად ირაციონალურობას, მაგრამ აბა სხვა მხრიდან შევხედოთ, - ამ ნაცრისფერ ქვეყანაში კარგია, რომ დღესასწაული "გვევალება" გაორმაგებით და ამ დღეებში მაინც (თვეებში პრაქტიკულად) ლანძღვა იკლებს და დალოცვა და კეთილი სურვილები მატულობს.

გილოცავთ, გვიყვარდეს ერთმანეთი, სიცოცხლე, ქალაქი, ქვეყანა, ხე, ფოთოლი, ცხოველი, ჰაერი, წყალი, მიწა...

მოკლედ, ვიყოთ ბედნიერები", - წერს ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს