ტრანსსექსუალები და ტრანსვესტიტები რუსეთში მართვის მოწმობას ვეღარ აიღებენ

ტრანსსექსუალები და ტრანსვესტიტები რუსეთში მართვის მოწმობას ვეღარ აიღებენ

რუსეთში შეცვალეს დაავადებათა ჩამონათვალი, რა დროსაც დაავადებულ ადამიანებს არ ექნებათ მართვის მოწმობის აღების უფლება. იანვრის დასაწყისში მიღებული კანონის თანახმად, ახალი "დაავადებების" რიცხვს ტრანსსექსუალიზმი და ტრანსვესტიზმი შეემატა. გარდა ამისა, ჩამონათვალში შედის: ფეტიშიზმი, ექსჰიბიციონიზმი, ვუაიერიზმი, "პათოლოგიური მიდრეკილება აზარტული თამაშების მიმართ" და "პათოლოგიური მიდრეკილება ქურდობისადმი". რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მძღოლებზე სამედიცინო კონტროლის გამკაცრება საგზაო შემთხვევების დიდი რაოდენობის გამო მოხდა.

ფსიქიატრები და უფლებადამცავები კანონის წინააღმდეგ გამოდიან. რუსეთის ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ახალი წესდება დისკიმინაციულ ხასიათს ატარებს, რის გამოც, მას საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში გაასაჩივრებენ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს