"შევარდნაძის უკანასკნელი მოჰიკანი და ივანიშვილის სამარცხვინო ადეპტი" - ნუგზარ წიკლაური ქეთი დოლიძის უნიჭობაზე

"შევარდნაძის უკანასკნელი მოჰიკანი და ივანიშვილის სამარცხვინო ადეპტი" - ნუგზარ წიკლაური ქეთი დოლიძის უნიჭობაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში მსახიობ გია ბურჯანაძესთან დაკავშირებით რეჟისორ ქეთი დოლიძის გადაწყვეტილებას აფასებს.

"ბოლშევიკი ქალის - ქეთი დოლიძის - გადაწყვეტილება არ გამკვირვებია.

გასაკვირი ის იქნებოდა, შევარდნაძის უკანასკნელ მოჰიკანს და ივანიშვილის სამარცხვინო ადეპტს მშვიდად ემზირა გიას სამოქალაქო პოზიციისა და შესანიშნავი როლებისთვის საკუთარი უნიჭობის ფონზე.

პატარა ადამიანები სულმოკლე გადაწყვეტილებებს იღებენ.

ქეთი დოლიძემ ძველთაგან ცნობილი ჭეშმარიტება კიდევ ერთხელ გაგვახსენა".

შეგახსენებთ, მსახიობი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრიდან გაუშვეს. ამის შესახებ, მსახიობმა "ფეისბუქზე" დაწერა. მისი თქმით, თეატრიდან ქეთი დოლიძემ გაათავისუფლა, რომელმაც ის ყველა მოქმედი სპექტაკლიდან ამოიღო.

იხილეთ ასევე: "ის ჩემს კაცობას შეეხო" - როინიშვილი-დოლიძის დაპირისპირების დეტალები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს