შირაქში აღმოჩენილ "დადნაურის ნაქალაქარს" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება

შირაქში აღმოჩენილ "დადნაურის ნაქალაქარს" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება

დედოფლისწყაროს რაიონში, შირაქის ველზე აღმოჩენილ "დადნაურის ნაქალაქარს" არქეოლოგიური გათხრების დასრულების შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოჩენა თავისი მნიშვნელობით უპრეცედენტოა, რადგან ისტორიულ წყაროებში არ არის მოხსენიებული.

2014 წლის ბოლოს, სატელიტური გადაღებების განხილვის შედეგად, დედოფლისწყაროს რაიონში, შირაქის ველზე აღმოჩნდა მასშტაბური დასახლება - ნაქალაქარის შიდა ციხე კილომეტრნახევარი სიგრძის გალავნითა და 12 მეტრი სიგანის თავდაცვითი თხრილით არის შემოსაზღვრული.

აღმოჩნდა ქვით, თიხითა და ხის მორებით ამოყვანილი, შვიდი მეტრის სიგანის გალავანი და სამი მეტრის სიგანის ჭიშკარი, კარგად მოკირწყლული სავალი ნაწილით. გალავანი მკვიდრ საფუძველზეა დაფუძნებული და რთული შიდა აგებულებით ხასიათდება. ზუსტი არაერთი პარალელი წინა აზიის ცივილიზაციების ნაქალაქარებზეა დადასტურებული.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა