ტიბაანში სოფლის რწმუნებულის გათავისუფლებას ითხოვენ

ტიბაანში სოფლის რწმუნებულის გათავისუფლებას ითხოვენ

ხმაური და დაპირისპირება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში რამდენიმე საათს გაგრძელდა. სოფლის მოსახლეობის ერთი ნაწილი რწმუნებულის გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, რწმუნებული თანამდებობაზე მაჟორიტარი დეპუტატის, გელა გელაშვილისა და პრემიერ-მინისტრის ოჯახის ახლო ნათესავის, ზვიად ჯანყარაშვილის ჩარევის შედეგად დაინიშნა.

ადგილობრივების თქმით, მაღალჩინოსნების ზეწოლით, საატესტაციო კომისიამ ოთარ ალადაშვილის კანდიდატურა დაბლოკა და რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლად ლია მაძღარაშვილი დანიშნა.

წყარო: heretifm.com

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა