10 წლის გოგონას თხოვნა ქუთაისის ხელისუფლებას

10 წლის გოგონას თხოვნა ქუთაისის ხელისუფლებას

ქუთაისში მცხოვრები 10 წლის მარიამ გაბუნია ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს. მარიამი მრავალშვილიანი ოჯახიდან არის. მას ორი და და ერთი ძმა ჰყავს.

გოგონას მძიმე ყოფითი პირობებიდან თავის დაღწევის გზად კარგი სწავლა ესახება. ამბობს, რომ სწავლა უნდა, თუმცა პირობები ხელს არ უწყობს.

"ძალიან მინდა პერსონალური კომპიუტერი მქონდეს. სკოლაში მასწავლებელი საშინაო დავალებებს რომ გვაძლევს, დავალებების შესასრულებლად კომპიუტერი გვჭირდება. ჩემი კლასელები დავალებებს ასრულებენ. მე კი ამის გაკეთებას ვერ ვახერხებ", - ამბობს მარიამ გაბუნია.

მარიამის დედა ხათუნა აბზიანიძე განმარტავს, რომ ოჯახი თავის რჩენას ადგილობრივი ბიუჯეტიდან მრავალშვილიანი დედებისათვის განკუთვნილი დახმარებითა და სოციალური შემწეობით ახერხებს. მათ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ხათუნა აბზიანიძის ორ შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. აღნიშნული კუთხით სირთულეებს აბზიანიძის ქმარიც განიცდის, რომლის მდგომარეობა მკურნალობას არ ექვემდებარება.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა