პატრული მოქალაქეს სისწრაფეში ეჯიბრებოდა და მოსაცდელს შეეჯახა

პატრული მოქალაქეს სისწრაფეში ეჯიბრებოდა და მოსაცდელს შეეჯახა

ქობულეთში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივი ავტომობილით მგზავრთა მოსაცდელს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ნაგებობის ერთი კედელი მთლიანად ჩამოინგრა. შემთხვევა ე.წ. კარიერის დასახლებაში მოხდა. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, ღამის საათებში პატრულის თანამშრომელი ერთ-ერთ მოქალაქეს სისწრაფეში ეჯიბრებოდა, რა დროსაც იგი იქვე მდებარე მოსაცდელს შეეჯახა.

მომხდარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადასტურებენ. თუმცა უწყებას რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. გამგებლი სულხან ევგენიძე ამბობს, რომ მგზავრთა მოსაცდელს თავად პატრულის თანამშრომელი შეაკეთებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ექვსიდან ცხრა წლამდე.

წყარო: "ტელეარხი 25"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა