როგორი იქნებოდა სააკაშვილის ფსიქოლოგიური პორტრეტი "ფროიდის ტესტის" მიხედვით

როგორი იქნებოდა სააკაშვილის ფსიქოლოგიური პორტრეტი "ფროიდის ტესტის" მიხედვით

ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს ე.წ. ფროიდის ტესტი, სადაც რვა კითხვაა და პასუხების მიხედვით, ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი დგება. საინტერესოა, რა პასუხს გასცემდა კითხვებს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

1. ზღვაში იყურები (შენი პირველი შეგრძნება, შეგიძლია დახუჭო თვალები)

- ჩემი წინამორბედის დროს სულ სხვა ზღვა იყო, შევარდნაძემ ზღვაც კი დააბეჩავა, ჩვენი დროის ზღვა სხვანაირად ღელავს, ტალღასაც კი სულ სხვანაირი დამანგრეველი ძალა აქვს. სწორედ ჩვენი მმართველობის დროს იყო "კატრინა" ამერიკაში. მართალია, ის იქ იყო, მაგრამ ტალღამ აგორება ჩვენგან დაიწყო.

2. მიდიხარ ტყეში და იყურები ფეხებზე (რას გრძნობ, პასუხისთვის გაქვს 30-40 წამი)

- ჯერ კიდევ ვაჟა ამბობდა "ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა მამულიო", უფრო სწორად ამას ილია ამბობდა, თუ მუხრანი?! მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს; მთავარია, რომ მე ჩემი უსაყვარლესი სამშობლოს მიწაზე დავდივარ.

3. ხედავ მფრინავ თოლიებს (რას განიცდი ამ დროს, სწრაფად პასუხობ და გადავდივართ შემდეგზე)

- გემახსოვრებათ, როდესაც მე ფოთში ღუბელ-ღრუბელ ჩავფრინდი, უკან წამოსულს მაშინ თოლიების გუნდი ამედევნა, ალბათ ზღვის სურნელი გამომყვა და იგრძნეს. ამის მერე, სადაც თოლიას ვხედავ, სულ ეგ ამბავი მახსენდება.

4. ცხენების რემა (ბევრი ფიქრის გარეშე, დაწერე რაც თავში მოგივა)

- ცხენი სიცოცხლის სიმბოლოა, ჰოდა ივანიშვილს რომ მართლა უყვარდეს საქართველო, ზებრის მაგივრად ცხენი ეყოლებოდა, მაგრამ მას სიცოცხლე არ უყვარს. პრეზიდენტობის დროს მე მინდოდა ჩვენს გერბზე გამოგვესახა ცხენი, მაგრამ მე არასოდეს მიმიღია ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და შესაბამისად, ეს აზრიც სხვას ვკითხე და საბოლოოდ, ხალხის აზრმა გაიმარჯვა.

5. უდაბნოში არის კედელი, პატარა ნახვრეტებით, რომლიც უკანაც არის ოაზისი

- როდესაც მე ვიყავი პრეზიდენტი, სად ნახავდით ნახვრეტებს; ივანიშვილმა ისე გააბანძა საქართველო, რომ ქვეყანა უდაბნოდ იქცა, სადაც უკვე ნახვრეტებია.

6. უდაბნოში დაღლილი, ხედავ გზაზე წყლით სავსე ჭურჭელს, რას აკეთებ?

ზოგადად, სასმელით სავსე ჭურჭელის დანახვა ძალიან მიყვარს, რაღაცნაირად მიზიდავს და დალევის სურვილი მიჩნდება.

7. ტყეში დაიკარგე, მოსაღამოვდა და დაინახე სახლი, რომელშიც შუქი ანთია (რას გააკეთებ)?

- ესაა დღევანდელი ქართული პოლიცია, ხალხი უკვე ტყეშიც იკარგება, პატრული პატრულს აღარ გავს. ისე, ყოჩაღ ამ უმაქნის მთავრობას რომ შუქი მაინც ანთია სახლში.

8.ნისლში ხარ (მოქმედება, როგორ მოიქცევი)

დღეს ჩემი ქვეყანა ნისლში კი არა უღრან ტყეშია, ამიტომ ნისლში ყოფნა არ გამიკვირდება. მე ვიცი, როგორ გამოვიდე ნისლიდან და ჩემი ქვეყანაც როგორ გამოვიყვანო. მე რომ ივანიშვილი ვიყო, ვიხუმრებდი - "ტუმნიკებს" ჩავრთავდი-მეთქი, მაგრამ როცა საქმე ჩემს ქვეყანას ეხება, მე ხუმრობა არ მიყვარს, ამიტომაც ჩამოვალ გაზაფხულზე და ყველასთან მოვალ, რომ ჩაგეხუტოთ.

შედეგები: რას გულისხმობდა ფროიდი.

1. შენი დამოკიდებულება სიცოცხლის მიმართ, ემოციები და შეგრძნებები.

2. როგორ გრძნობ თავს საკუთარ ოჯახში.

3. შენი დამოკიდებულება ქალების მიმართ.

4. შენი დამოკიდებულება კაცების მიმართ.

5. შენი არსებობის მთავარი სტრატეგია და მიზანი, როგორ წყვეტ პრობლემებს.

6. შენი სექსუალური აზროვნება, პარტნიორის ამორჩევის მხრივ.

7. შენი დამოკიდებულება ოჯახის შექმნის მიმართ.

8. შენი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს