რა უნდა ვიცოდეთ C ჰეპატიტის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ C ჰეპატიტის შესახებ

ვის ემუქრება C ჰეპატიტი

C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირება უმთავრესად პარენტერალური გზით (სისხლის მეშვეობით) ხდება, სისხლის სისხლთან უშუალო შეხებით ან ისეთი მჭრელი ნივთების საშუალებით, რომლებსაც მანამდე ინიფცირებულის სისხლთან ჰქონდა კონტაქტი. ასეთი ნივთი უმეტესად საერთო შპრიცია, რომელსაც ნარკომანები ინტრავენური ინექციისთვის იყენებენ, თუმცა შესაძლებელია დასნებოვნება პირსინგისა და ტატუირების ინსტრუმენტების, სამართებლის, მანიკიურის იარაღების და, თქვენ წარმოიდგინეთ, კბილის ჯაგრისის მეშვეობითაც კი.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლები ინფიცირდებიან. დასნებოვნების რისკი მაღალია თავისუფლების აღკვეთის ადგილებშიც. სისხლის გადასხმა ამ მხრივ ნაკლებად სარისკოა - ჰემოტრანსფუზიის დროს ინფიცირებულთა ოდენობა 4%-ს არ აღემატება. არსებობს ალბათობა, თუმცა პრაქტიკულად ნაკლებმოსალოდნელია ინფიცირება სამედიცინო მანიპულაციების დროს. რისკი იზრდება სანიტარიული ნორმების უხეში დაღვევისას.

სამედიცინო პერსონალი შესაძლოა დაინფიცირდეს სამსახურში (საავადმყოფოში, კლინიკაში) ტრავმირებისას და ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტისას. არცთუ იშვიათად C ჰეპატიტის წყაროს ზუსტი მითითება ჭირს.

შესაძლებელია თუ არა C ვირუსის სქესობრივი გზით გადაცემა?

შესაძლებელია, მაგრამ რეალურად ასეთი რამ გაცილებით იშვიათად ხდება, ვიდრე B ჰეპატიტის ან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) შემთხვევაში. ვირუსმატარე-ბელთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს ინფიცირების ალბათობა 3-5%-ს შეადგენს. C ჰეპატიტით დაავადებულთან ან ვისურმატარებელთან სქესობრივი კავშირის დროს რეკომენდებულია პრეზერვატივის გამოყენება. სქესობრივი გზით C ვირუსით ინფიცირების რისკი მაღალი აქვთ მათ, ვინც ხშირად იცვლის სქესობრივ პარტნიორს. ამ კატეგორიის ადამიანებს ასევე დიდი აქვთ შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებების განვითარების ალბათობა. პრაქტიკულად დაზღვეულნი არიან ადამიანები, რომელთაც ჰყავთ მუდმივი პარტნიორები და მრავალი წლის განმავლობაში სტაბილურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან. ასე რომ, როდესაც ცოლ-ქმარი ერთმანეთის ერთგულია, ინფიცირების რისკი მინიმალურია.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს