14 წლის მოზარდი IPad-ზე ანბანის აკრეფაში რეკორდის მოხსნას გეგმავს

14 წლის მოზარდი IPad-ზე ანბანის აკრეფაში რეკორდის მოხსნას გეგმავს

14 წლის იოანე ნიკოლაიშვილი ე.წ. პლანშეტურ კომპიუტერზე (IPad-ზე) ანბანის აკრეფაში ეროვნული რეკორდის დამყარებას შეეცდება. ღონისძიება 16 დეკემბერს, 14:00 საათზე, მაღაზია "iTechnic"-ში (თბილისი, რუსთაველის №42) გაიმართება.

წესების თანახმად, პრეტენდენტმა ლათინური ანბანის ოცდაექვსივე ასო პლანშეტური კომპიუტერის სენსორულ კლავიატურაზე, ერთი ხელით, უშეცდომოდ უნდა აკრიფოს. იოანე ნიკოლაიშვილი იმედოვნებს, რომ ამ ამოცანის შესასრულებლად 5 წამზე ნაკლები დრო დასჭირდება. სარეკორდო მცდელობას საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯები დააკვირდებიან და შედეგს ადგილზე დააფიქსირებენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა