უცნობ ქალს
გამარჯობა... მე თქვენ არ მიცნობთ...
მე ანდრიას მომვლელი ვარ ბავშთა სახლში.
ანდრია ალბათ არ იცით ჯერ, ვინ არის... ეს სახელი ჩვენ დავარქვით ნათლობის მერე... თქვენ მისი დედა ხართ...
მე ახლა თქვენი პატარა შვილი მყავს ხელში და ვუმღერი... მას სიცხე აქვს და ცრემლიანი თვალებით შემომხედავს დრო და დრო, ალბათ დედა ვგონივარ. ის წლის გახდა... მისი დაბადების დღეც მოვიგონეთ... ახალ წელს აქვს დაბადების დღე. აქ ყველა ბავშვს ორი დაბადების დღე აქვს... ერთი როცა მართლა დაიბადნენ... და ერთი, როცა მიატოვეს და ჩვენ ვიპოვეთ. ვერავინ დამაჯერებს, რომ ახლა შენც არ ფიქრობდე ანდრიაზე... ჩვენ, დედები ყოველთვის ვგრძნობთ შვილის ცუდად ყოფნას, მჯერა, რომ ახლა შენც აფორიაქებული და სევდიანი ხარ... რა მიზეზიც არ უნდა გაშორებდეს შვილთან, თქვენ ერთი სულის ნაწილი ხართ... თქვენ ყოველთვის იგრძნობთ ერთმანეთს და უერთმანეთობას...
ვინ იცის, რამდენი ღამე გითენებია, რამდენი გათენება გეწვოდა გულში, მაგრამ ფაქტი მაინც ერთია, შენ შენთან ხარ... შენს სიმარტოვეში და ტკივილში... ანდრია კი აქ, მეათე საწოლში წევს სიცხიანი და დედა მე ვგონივარ... შენ ალბათ ჩვეულებრივი, ბანალური მიზეზი გქონდა შვილის მოტოვების, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ მთელი ცხვრება გაგიმწარათ, შენცდა ანდრიასაც... მეც, რომ იცოდე... ვერ ველევი ანდრიას და მისნაირებს აქ... ყველაზე მეტად იმაზე ვდარდობ, რომ არ შემიძლია მათი ნამდვილი დედა ვიყო... შენ კი ეს შანსი ხელიდან გაუშვი...
განაგრძეთ კითხვა