კაბალის N1 საჯარო სკოლაში მეორე დღეა სასწავლო პროცესი ჩაშლილია

კაბალის N1 საჯარო სკოლაში მეორე დღეა სასწავლო პროცესი ჩაშლილია

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის N1 საჯარო სკოლაში, მეორე დღეა სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. როგორც სკოლის პედაგოგი ბაქირ იუნუსოვი აცხადებს, პედაგოგები და მშობლები განათლების სამინისტროს მიერ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვახიდ სულეიმანოვის გათავისუფლებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ახლადდანიშნულმა დირექტორმა ლამარა ტაბატაძემ აზერბაიჯანული არ იცის და კომუნიკაციას ვერც თანამშრომლებთან და ვერც მოსწავლეებთან ვერ დაამყარებს.

"უკვე მეოთხე დღეა სკოლის წინ აქციებს ვმართავთ. ეს გამოსვლები გაგრძელდება მანამდე, სანამ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვახიდ სულეიმანოვს არ აღადგენენ თანამდებობაზე. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ახალმა დირექტორმა აზერბაიჯანული არ იცის და ვერც ჩვენ და ვერც მოსწავლეები მასთან ურთიერთობას ვერ შევძლებთ",- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბაქირ იუნუსოვმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა