"პოლიციაში შვილები მომიყვანეს, იცოდე, ამათ დავიჭერთო"

"პოლიციაში შვილები მომიყვანეს, იცოდე, ამათ დავიჭერთო"

"დაახლოებით 8 პოლიციელი იყო, დილის საათებში მოვიდნენ, სახლი უნდა შევამოწმოთო. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა არ გამიწევია. მაჩვენეს რაღაც ნივთიერებები და წამიყვანეს ხიდისთავის განყოფილებაში. ჩემი სამი შვილიც წამოუყვანიათ, მე სამმართველოში ვნახე ისინი. ერთ-ერთმა მითხრა, თუ არ აღიარებ, რომ ეს შენი ნივთებია, მაშინ ამ შენ შვილებს დავიჭერო. მოვიქეცი ისე, როგორც მამა... მომიტანეთ ფურცელი, მიკარნახეთ და როგორც გინდათ, ისე დავწერ-მეთქი" - ეს ამბავი 6 შვილის მამას, 40 წლამდე ასაკის ხვიჩა სირანაშვილს 2015 წლის 10 იანვარს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის შს განყოფილებაში შეემთხვა.

ხვიჩა სირანაშვილს მოსამართლე ნინო გერგაულმა გირაო შეუფარდა. სახლი გირაოთი სირანაშვილის მეზობელმა ჩადო. 15 იანვარს კი პოლიციამ ეს მეზობელიც დაიბარა.

პოლიცია ამტკიცებს, რომ ხვიჩა სირანაშვილი სახლში მარიხუანას და ტყვიის მასრებს ინახავდა. შესაბამისად, გამოძიებაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში და საბრძოლო მასალის ასევე შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს. სოციალურად დაუცველი ხვიჩა სირანაშვილის ინტერესების დამცველი ზაზა გიგაური აცხადებს, რომ წარსულში ნასამართლევ (2010 წელს) ხვიჩა სირანაშვილს პოლიცია აგენტობას სთავაზობდა.

"ის, რაც ამ ოჯახის თავს ხდება, საგანგაშოა. ერთი თვით ადრე პოლიცია იბარებს ხვიჩა სირანაშვილს და ეუბნება, რომ მან საეჭვო პიროვნებების მიმართ თვალთვალი უნდა აწარმოოს, რაზეც უარი მიიღო", - ამბობს ზაზა გიგაური.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა