პარაზიტები, რომლებიც ჩვენს საწოლში ცხოვრობენ

პარაზიტები, რომლებიც ჩვენს საწოლში ცხოვრობენ

ჩემი სახლი - ჩემი ციხესიმაგრეა, ხოლო საწოლი - მთავარი ბასტიონიაო, - ასეთ რამესაც გაიგებთ და ასეც არის. თუმცა „ციხესიმაგრეში“ მილიონობით მიკროორგანიზმი ცხოვრობს, რომელთაც შეუძლიათ პროვოცირება გაუწიონ სხვადასხვა სერიოზულ დაავადებას. ასე რომ, სანამ ეცდებით დაემალოთ სხვადასხვა პრობლემას საბნის ქვეშ, დარწმუნდით, რომ იქ რაიმე საზიზღარი არსება არ გელოდებათ.

ბაქტერიები თეთრეულში

გიფიქრიათ თუ არა იმის შესახებ, რა ზიანს აყენებს ძილს უსუფთაო თეთრეული და ბალიშისპირი? ამერიკელმა მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: აიღეს ანალიზისთვის 50 სტუდენტის ბალიში 25 კოლეჯიდან. ყოველ მათგანში აღმოაჩინეს 350 000(!) ბაქტერიის კოლონა და 91 000 სოკოს უჯრედი. ყველაზე დიდი რაოდენობით იყო დიზენტერიის გამომწვევი ბაქტერიები, ცხვირ-ხახის ბაქტერიები Moraxella catarrhalis, რომელიც იწვევს ბრონქიტს და პნევმონიას. ასევე Cladosporium molds-ის სპორები, რომლებიც პროვოცირებას უწევენ ალერგიას. ამ ალერგენებთან ბრძოლა შეიძლება მდუღარე წყლით და ხანგრძლივი დაუთოვებით. ეს ყველაფერი მეტად საყურადღებოა მათთვის, ვისაც დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი. რეკომენდებულია ბავშვებს და მოხუცებს თეთრეული კვირაში ერთხელ მაინც გამოვუცვალოთ და აუცილებლად დავაუთოვოთ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს