იოანე ნიკოლაიშვილმა IPad-ზე ტექსტის აკრეფაში ედვარდ სააკაშვილის რეკორდი მოხსნა

იოანე ნიკოლაიშვილმა IPad-ზე ტექსტის აკრეფაში ედვარდ სააკაშვილის რეკორდი მოხსნა

ქუთაისში მცხოვრებმა 14 წლის იოანე ნიკოლაიშვილმა პლანშეტურ კომპიუტერზე (IPad-ზე) ტექსტის აკრეფაში ეროვნული რეკორდი დაამყარა და ამავე დროს, მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა. ლათინური ანბანის ასაკრეფად მას მხოლოდ 4.25 წამი დასჭირდა. მიღწევა საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა.

ღონისძიება საერთაშორისოდ აღიარებული წესების დაცვით ჩატარდა: იოანემ მსაჯების თანდასწრებით, ლათინური ანბანის ოცდაექვსი ასო თანმიმდევრულად და უშეცდომოდ აკრიფა. ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ბეგიაშვილის თქმით, ქუთაისელი მოზარდის შედეგი ეროვნული რეკორდის პარამეტრებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

"IPad-ზე სწრაფი ბეჭდვის იდეა მას შემდეგ მომივიდა, რაც ინტერნეტით ედვარდ სააკაშვილის რეკორდის შესახებ შევიტყვე. ამ შედეგის მისაღწევად დაახლოებით ორთვიანი მომზადება დამჭირდა. ძალიან გახარებული ვარ, შემეძლო უფრო ნაკლებ დროშიც ამეკრიფა, თუმცა ნერვიულობამ შემიშალა ხელი. მომავალში მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას შევეცდები", - განაცხადა რეკორდსმენმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა