ძვირადღირებული ავტომობილები - წინასაახალწლოდ

ძვირადღირებული ავტომობილები - წინასაახალწლოდ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ წინასაახალწლოდ საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთეს და ძვირადღირებული მანქანები - 40 000 ლარიანი LEXUS GX 470 და 43 000 ლარიანი TOYOTA FJ CRUISER შეიძინეს. ახალი ავტომობილი ერგო, ასევე, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროს ილია ლეჟავას - ღირებულებით 5  609 ლარი და 10 თეთრი.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას მიერ გამოცემულ #98 განკარგულების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მანქანების ყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშულებით განხორციელდა.

TOYOTA FJ CRUISER-ის შესაძენად, მერაბ ჭანუყვაძეს და ინდივიდუალურ მეწარმეს ფრიდონ ირემაშვილს შორის #139 ხელშეკრულება 2014 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა. ხოლო დარჩიას LEXUS GX 470-ის შესაძენად მერაბ ჭანუყვაძისა და ფიზიკურ პირ ნინო ნადარეიშვილს შორის, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულება 25 დეკემბერს გაფორმდა.

"ჩვენი თვითმიზანი არ არის კომფორტული და ძვირადღირებული ავტომობილების პარკის ქონა, არამედ ის, რომ ჩვენს მოსახლეობას შევთავაზოთ უკეთესი და ხარისხიანი სერვისი. დროულად მოვახდინოთ რეაგირება და გადაადგილება მათი საჭირბოროტო საკითხების გადასაწყვეტად" - ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა