მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანების გამო, გურანდა გაბუნიას ექიმების ბრიგადის დახმარება დასჭირდა - "დღეს ოთარი მეორედ მოკლეს"

მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანების გამო, გურანდა გაბუნიას ექიმების ბრიგადის დახმარება დასჭირდა - "დღეს ოთარი მეორედ მოკლეს"

ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ მის მეუღლეზე, გურანდა გაბუნიაზე იმდენად იმოქმედა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება დასჭირდა.

Ambebi.ge გურანდა გაბუნიას დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარის გაკეთება იმ მიზეზით ვერ შეძლო, რომ სახლში სასწრაფოს ექიმები ჰყავდა.

როგორც ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის ავტორმა ლევან ვარდოსანიძემ განაცხადა, ძეგლის დაზიანების შესახებ ინფორმაციის გაგებამ გურანდა გაბუნია საკმაოდ გაანერვიულა. გურანდა გამბუნიამ აღნიშნა, რომ ამ ქმედებით დღეს ოთარი მეორედ მოკლეს.

ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი, რომელიც 9 აპრილის ბაღში გუშინ გაიხსნა, დღეს დილით დაცვის თანამშრომლებს დაზიანებული დახვდათ.

კვარცხლბეკზე გაკეთებული წარწერა - "ოთარ მეღვინეთუხუცესი" მთლიანად არის მოგლეჯილი. ძეგლის ავტორის განცხადებით, შეუძლებელია წარწერა თავისით ჩამოვარდნილიყო. მისივე განცხადებით, ეს არის ვანდალური ქმედება.

"როგორ შეიძლება გუშინ გახსნილი ძეგლი დღეს ასე ვანდალურად დააზიანონ. ცნობილი მსახიობის, ოთარ მეღვინეთუხუცესის მტრობა ჩემთვის გაუგებარია. წარწერა, რომელიც მოგლეჯილია, ძვირფასი ლითონის არ არის", - განაცხადა ლევან ვარდოსანიძემ და აღნიშნა, რომ ამ წარწერაზე მუშაობა საკმაოდ რთული იყო.

მისივე განცხადებით, ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახისთვის ეს ძალიან მძიმე ფაქტია.

დედაქალაქის მერიაში კი განაცხადეს, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანებულ ნაწილს უმოკლეს ვადაში აღადგენენ.

როგორც მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვალერი პაპიაშვილმა განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით უკვე აღძრულია საქმე.

მისივე თქმით, ბაღს მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იცავენ.

"თუ საჭიროდ ჩათვლის გამოძიება, დაიკითხება ის თანამშრომელი, რომელიც გუშინ მორიგეობდა", - განაცხადა ვალერი პაპიაშვილმა.

ოთარ მეღვინეთუხუცესის 83 წლისთავზე, 9 აპრილის ბაღში ცნობილი მსახიობის ძეგლი გუშინ საზეიმოდ გაიხსნა. ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნეს. 9 აპრილის ბაღში ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახის წევრები, მეგობრები, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ასევე დაგაინტერესებთ| ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გახსნიდან ერთ დღეში დააზიანეს და შეურაცხყვეს

თეა ბითაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია