ორგანიზაციამ „ავღანეთის ქალების რევოლუციური ასოციაცია“ იმ აკრძალვების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ავღანელი ქალებს უწესებენ. მართლაც საინტერესოა, რას უკრძალავენ ქალებს თალიბები.
მათ სცემენ, თუ შემთხვევით კოჭი გამოუჩნდებათ, მდინარეში გარეცხავენ თეთრეულს, აივანზე გამოვლენ ან ტაქსიში ჩასხდებიან თავიანთი ბატონის ან მეურვის თანხლების გარეშე. თალიბები, რომელთაც ავღანეთში ფაქტობრივი ძალაუფლება აქვთ შენარჩუნებული, ამტკიცებენ, რომ ამ გზით უბრალოდ სურთ, „უსაფრთხო გარემო შექმნან, სადაც ქალის ღირსება და სისუფთავე ბოლოს და ბოლოს სიწმინდედ იქცა“.
თუმცა გამოდის, რომ თალიბების სურვილი, ქალები სიწმინდეს დაუკავშირონ, საბოლოოდ სუსტი სქესის მიმართ სიძულვილთან მიდის. ამ საბაბით ქალებს ისევე ექცევიან, როგორც შინაურ ცხოველებს. ბევრი ავღანელი ქალის ცხოვრება ტანჯვას, საკუთარ სახლში განდეგილობას და უამრავ აკრძალვას უკავშირდება.
აი, რამდენიმე აკრძალვა იმ დიდი სიიდან, რომლის დაცვაც ავღანელ ქალებს ევალებათ.
1. სრულიად აკრძალული აქვთ სახლის გარეთ მუშაობა, მასწავლებლობა, ინჟინრობა და სხვა სპეციალობით შრომა. მხოლოდ მცირერიცხოვან ექიმ და ექთან ქალებს აქვთ ნებართვა, ქაბულის ზოგიერთ საავადმყოფოში იმუშაონ.
2. ასევე არ შეუძლიათ სახლის გარეთ რაიმეს გაკეთება, თუ თან არ ახლავთ მამრობითი სქესის ახლო ნათესავი.
3. აკრძალული აქვთ რაიმეს ყიდვა მამაკაცი გამყიდველისგან, მამაკაც ექიმთან მკურნალობა, ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა.
განაგრძეთ კითხვა