სად და როგორ ერთობოდნენ მინისტრების ცოლები, მომღერლები და მსახიობები ზამთრის ცივ დღეებში

სად და როგორ ერთობოდნენ მინისტრების ცოლები, მომღერლები და მსახიობები ზამთრის ცივ დღეებში

ახალი წლის უქმე დღეები ადამიანების უმრავლესობამ ზამთრის არდადეგებისთვის გამოიყენა. ჩვენ დავინტერესდით, სად და ვისთან ერთად გაატარეს დასვენების დღეები ცნობილმა ქართველებმა.

ნუნუკა თამაზაშვილი

პრემიერ-მინისტრის მეუღლემ ნუნუკა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოზე თამაზაშვილი შვილებთან, ნიკოლოზთან და ანდრიასთან ერთად არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ირკვევა, ნუნუკა თამაზაშვილი შვილებთან ერთად ბაკურიანში იმყოფებოდა. პატარა ნიკოლოზმა და ანდრიამ ბურანით გასეირნებაც მოახერხეს. პრემიერის ოჯახი ბაკურიანში შარშანაც იმყოფებოდა დასასვენებლად. გაატარა თუ არა უქმეები ბაკურიანში შვილებთან და მეუღლესთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილმა, უცნობია.

კახა კალაძე და ანუკი არეშიძე

ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ რამდენიმე დღით გუდაურში დაისვენეს. მინისტრი ზამთრის კურორტს მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ესტუმრა. მინისტრმა გუდაურში თხილამურებით სრიალიც მოახერხა. თუ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, კახი კალაძის ოჯახმა ზამთრის კურორტზე კარგად დაისვენა.

ქეთა თოფურია

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია, ზამთრის არდადაგებს აბუ-დაბიში ატარებს. მომღერალი არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქს რამდენიმე დღის წინ ესტუმრა. ქეთამ აბუ-დაბის ქუჩებში პოზირებაც მოასწრო და დასვენების ამსახველი ფოტოები "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. ვისთან ერთად იმყოფება თოფურია აბუ დაბიში, უცნობია.

შორენა ბეგაშვილი

მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა ზამთრის არდადაგების გატარება მზიან ეგვიპტეში, კერძოდ შარმ-ელ შეიხში გადაწყვიტა. სანაპიროზე, თუ საცურაო აუზზე შორენა ლამაზ ფოტოებსაც იღებს, რომელსაც აქტიურად ავრცელებს სოციალურ ქსელში. როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, შარმ-ელ შეიხში იმყოფებიან ლელა წურწუმია, კახა მამულაშვილი და კახა ცისკარიძე. მამულიჩამ სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოქვეყნა და წერს, რომ საღამოობით შარმ-ელ შეიხში ძალიან ცივა.

ინგა გრიგოლია

"ეგვიპტეში ისე ცივა, ჩვეულებრივი ყინვაა.... ბედი უნდა ყველაფერს. მგონი, ხვალ ჩექმის ყიდვა მომიწევს... არადა მზის გამო ჩამოვედი.... სადაა მზე", - ასეთი პოსტი გამოაქვეყნა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში. ტელეწამყვანი ზამთრის არდადაგებს შარმ-ელ შეიხში ატარებს, სადაც ნოდარ მელაძესთან და სხვა მეგობრებთან ერთად გაემგზავრა. შარმ-ელ შეიხში საღამოობით ცივი ამინდს თითქმის ყველა უჩივის.

ლევან ჯიბღაშვილი

მსახიობმა ლევან ჯიბღაშვილმა ზამთრის არდადაგები საფრანგეთში გაატარა. ვისთან ერთად იმყოფებოდა ქალების გულთამპყრობელი სიყვარულის ქალაქში, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან გაერთო, - ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერა და ერთ-ერთ კლუბში სიმღერა "ჯანაიაც" შეასრულა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს