ცხოველები, რომლებიც 2014 წელს აღმოაჩინეს

ცხოველები, რომლებიც 2014 წელს აღმოაჩინეს

არადა თითქოს ჩვენი პლანეტის ყველა მცხოვრები შევისწავლეთ და მათ შესახებ ინფორმაცია მოვიპოვეთ, თუმცა ბუნება დღემდე არ წყვეტს ჩვენს განცვიფრებას. იხილეთ არაჩვეულებრივი ცხოველთა ახალი ჯიშები, რომლებიც 2014 წელს აღმოაჩინეს. 

ობობა, რომელიც ცეკვით აჰიპნოზებს მარატუს პარდუს - ეს პატარა ობობა მხტუნავი ობობების ოჯახს მიეკუთვნება. მისი უკანა ნაწილი ძალიან ლამაზია და შეუძლია ისე ძლიერად მოხაროს, რომ საკუთარ თავს ზემოდან გადაატაროს.

მედუზა პელაგია ბენოვიჩი

გასული წლის შემოდგომაზე მეთევზეებმა ვენეციაში დაიწყეს ასობით სახეობის მედუზის დაჭერა. აქამდე მსგავსი შემთხვევა არ ჰქონიათ. მედუზები ყვითლად ანათებდნენ, სწორედ ამან მიიპყრო მეცნიერების ყურადღება, რომლებმაც მალევე მათ მედუზების ახალი ჯიშის კლასიფიკაცია მიანიჭეს.

Hesperochernes bradybaughi იგივე ცრუმორიელი

ცრუმორიელი საშუალო ზომის მორიელს გავს, მხოლოდ მას შხამიანი კუდი არ აქვს. ამიტომაც უწოდეს მას ცრუმორიელი. ეს მინიატურული ცხოველები მთლიანად არიან ადაპტირებულნი ბნელ უდაბნოში საცხოვრებლად. მათ თვალები არ აქვთ.

მაიმუნი Pithecia pissinatti

ძუძუმწოვარის აღმოჩენა ძალიან იშვიათი მოვლენაა. თუმცა გასულ წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ხუთი ახალი სახეობის მაიმუნი ჩრდილოეთ აფრიკაში. მათ საკის ეძახიან. ისინი პატარა მაიმუნები არიან, გრძელი ფუმფულა კუდებით და შიშველი შავი სახეებით.

თევზი Amblyopsis hoosieri

უდაბნოს თევზის ეს ახალი ჯიში აღმოაჩინეს ამერიკაში, ინდიანას შტატში. ამ ვარდისფერ, ბრმა თევზებს ანუსი თავის ადგილას აქვთ. მეცნიერები ჯერჯერობით ვერ ხსნიან ამ უცნაურ ფენომენს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს