ყველაზე ცნობილი ჯუჯები და გიგანტები (+ ფოტო)

ყველაზე ცნობილი ჯუჯები და გიგანტები (+ ფოტო)

ვერნ ტროიერი

ტროიერი 1969 წლის პირველ იანვარს დაიბადა. ცნობილი გახდა პოპულარული ფილმების ”ოსტინ პაუერსის” მეორე და მესამე სერიის წყალობით, სადაც ის მინი მეს განასახიერებდა. მისი სიმაღლე 82 სანტიმეტრია.

ჯეისონ აკუნა

დაიბადა 1973 წლის 16 მაისს. უფრო მეტად ცნობილია მეტსახელით ”ვი მენი”. ამერიკელმა მსახიობმა პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო პროექტ ”ჯექესში” მონაწილეობით. მისი სიმაღლე მეტრი და 23 სანტიმეტრია.

ვარვიკ დევისი

დაიბადა 1970 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯუჯაა კინოს ისტორიაში. მონაწილეობა აქვს მიღებული ”ვარსკვლავური ომების” ფრენჩაიზში, ”ნარნიის ქრონიკებში”, ”ჰარი პოტერის” ეპოპეაში და პოპულარულ ფენტეზი ფილმში ”უილოუ”. მისი სიმაღლე მეტრი და შვიდი სანტიმეტრია.

პიტერ დინკლეიჯი

ამერიკელი მსახიობი პიტერ დინკლეიჯი 1969 წელს შტატ ნიუ ჯერსიში დაიბადა. მისი სიმაღლე მეტრი და 35 სანტიმეტრია. მონაწილეობს პოპულარულ სერიალში ”სატახტო თამაშები”, სადაც შესრულებული როლისთვის ”ოქროს გლობუსიც” აქვს მოპოვებული.

ჩჟენ ჩჟინ ლანი

1982 წელს გარდაცვლილი ლანი ყველაზე მაღალ მდედრობითი სქესის წარმომადგენლად ითვლებოდა. ის 17 წლის გარდაიცვალა, სიმაღლეში კი 249 სანტიმეტრი იყო.

სულთან კესენი

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ამჟამად ყველაზე მაღალი მამაკაცი თურქეთში ცხოვრობს. ის 1982 წელს დაბადებული სულთან კესენია, რომლის სიმაღლეც 152 სანტიმეტრია.

ლეონიდ სტადკინი

უკრაინაში დაბადებული ლეონიდ სტადკინი 253 სანტიმეტრი იყო სიმაღლეში და 200 კილოგრამს იწონიდა. სტადკინი შარშან გარდაიცვალა. მისი ფეხის ზომა 63 იყო.

ულიანა სემენოვა

ქალი გიგანტების სიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბჭოთა კალათბურთელი ულიანა სემენოვაა, რომელიც 1952 წლის 9 მარტს დაიბადა ლატვიაში. მისი სიმაღლე 2 მეტრი და 13 სანტიმეტრი გახლდათ.

რობერტ პერშინგ უოდლოუ

უოდლოუ, რომელიც ამერიკის შტატ ილინოისში დაიბადა, ყველაზე მაღალ ადამიანად ითვლება ისტორიაში. გარდაცვალების ჟამს მისი სიმაღლე 272 სანტიმეტრი იყო, წონა 199 კილოგრამი. რობერტი 22 წლის ასაკში გარდაიცვალა, მის დაკრძალვას 40 000 ადამიანი დაესწრო.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს