"სადღობელაშვილის იმედად თუ ხართ დარჩენილები, მატროსოვის ციხესთან რომ იასამანია, გაზაფხულამდეც შეიძლება აყვავდეს" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"სადღობელაშვილის იმედად თუ ხართ დარჩენილები, მატროსოვის ციხესთან რომ იასამანია, გაზაფხულამდეც შეიძლება აყვავდეს" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "თავისუფალი თაობის" ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

"ლადო სადღობელაშვილზე მირეკავენ კოლეგები. კომენტარი უნდათ:) მესმის კარგად და ამიტომ მოდით ჩემს პოზიციას აქ დავწერ ყველასთვის. იმიტომ რომ კოლეგებს ვცემ პატივს და არ მინდა ჩათვალოთ, რომ უკომენტაროდ გტოვებთ:)

1. ლადო სადღობელაშვილი გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ვუწოდე პუტინის ბაღლინჯო:) შეიძლებოდა ბაღლინჯო არ დამეწერა, მაგრამ სხვანაირად სათქმელს ვერ ვიტყოდი და იგივე აზრზე ვრჩები.

2. ვინმე სადღობელაშვილი აქტიურობს იმიტომ (ნებისმიერ აქტივობას ვგულისხმობ), რომ დაფინანსება მოიპოვოს. ფულს შოულობს ამით და თუ მას ჩემი ლანძღვისთვის ვინმე დააფინანსებს, ჩავთვლი ამას მორიგ ქველმოქმედებად ჩემი მხრიდან:)

P.s. სადღობელაშვილის იმედათ თუ ხართ დარჩენილები, მატროსოვის ციხესთან რომ იასამანია, აი ის, გიგის სარკმელიდან რომ ჩანს, გაზაფხულამდეც შეიძლება აყვავდეს:)", - წერს ჟორჟოლიანი.

იხილეთ ასევე: სადღობელაშვილი შსს-ს ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ უმწვავესი ბრალდებით მიმართავს - "ხვდება, რამხელა ცოდვა ადევს კისერზე?"

იხილეთ ვიდეო: "ნანუკა ჟორჟოლიანის დაკვეთით, სიკვდილი ემუქრებოდათ"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს