საქართველოში მეორადი ავტონაწილების ბიზნესი კატასტროფის ზღვარზეა

საქართველოში მეორადი ავტონაწილების ბიზნესი კატასტროფის ზღვარზეა

მეორად ავტონაწილებზე მოთხოვნა 70-80%-ით შემცირდა. ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები ამბობენ, რომ დიდ კრიზისში არიან და რეალიზაცია თითქმის შეჩერდა. ავტონაწილებზე მოთხოვნის კატასტროფულ კლებას ისინი აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით ექსპორტის შეზღუდვას უკავშირებენ. რაც ავტოიმპორტიორებს მანქანები აღარ გაჰყავთ, ავტობაზრობაზე მოთხოვნა ერთბაშად დაეცა. კიდევ ერთი მიზეზი, რამაც რეალიზაციაზე ცუდად იმოქმედა, მოვაჭრეების ვარაუდით, კონკურენციაა. ისინი ფიქრობენ, რომ ახალი ბაზრობებისა და მაღაზიების მომრავლებამ ელიავას ბაზრობას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. არ არის გამორიცხული, მალე ელიავას ბაზრობის საავტომობილო განყოფილების ყოფნა-არყოფნის საკითხიც დადგეს.

"ბიზნეს-რეზონანსი" შეეცადა, გაეგო, რა ხდება მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე, როგორია მოთხოვნა დაშლილი მანქანების მიმართულებით, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ ბუმი იყო, რა პრობლემა აქვთ მოვაჭრეებს და რა არის ამის მიზეზი?

ელიავას ბაზრობაზე მისულებს გაცილებით მეტი პრობლემა დაგვხვდა, ვიდრე ეს წარმოგვედგინა. გარდა იმისა, რომ რეალიზაცია ჭირს, მეორადი ავტონაწილების სეგმენტი დილემის წინაშეა - შეინარჩუნებს სარეალიზაციო ადგილს თუ ბაზრიდან მოუწევს გასვლა. მოვაჭრეები არსებულ პრობლემას, გარკვეულწილად, პოლიტიკურ პროცესებსაც უკავშირებენ. მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან მუდმივი პრობლემა აქვთ და გაუმჯობესების ნაცვლად, საქმე უარესობისკენ წავიდა.

"ბაზრობას ასეთი ცუდი პერიოდი არ ახსოვს. ომის დროსაც კი ვყიდდით ავტონაწილებს. რაც ახლა ხდება, საერთოდ აუხსნელია. რა უნდა გითხრათ? ამ საქმიანობით ოჯახში უკვე პურის ფულიც ვერ შეგვაქვს. მთელი დღე მშივრები ვმუშაობთ და საღამოხანს ზოგი ჩვენგანი ჯიბეცარიელი ბრუნდება სახლში. ხალხი აღარ შემოდის, არავის აინტერესებს მეორადი ავტონაწილები. ამხელა ბაზრობა ტაქსისტების იმედად დარჩა. ხანდახან ისინი შემოგვივლიან და ორიოდე რაღაცას იყიდიან, ეს არის და ეს. უკიდურესი აუცილებლობა თუ არ მოითხოვს, მძღოლების უმეტესობა სათადარიგო ნაწილს არ ყიდულობს...

იხილეთ სტატია სრულად

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ