თქვენი ჰოროსკოპის ბნელი მხარეები

თქვენი ჰოროსკოპის ბნელი მხარეები

ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენთვის ცნობილი ჰოროსკოპის ნიშნების გარდა, არსებობს კიდევ ერთი ასტროლოგიური ჰოროსკოპი, რომელიც ადამიანის ბუნების ბნელ მხარეებზე მოგვითხრობს. მასში, ჩვენთვის ცნობილი ჰოროსკოპისგან განსხვავებით, 10 ნიშანია და იგი ძველ მითოლოგიაზეა დაფუძნებული.

კენტავრი (8.01 – 12.02) ყველასათვის ცნობილია, რომ კენტავრი ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხენია. ადამიანებში, რომლებიც ამ ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულები, ცხოველური საწყისები ყოველთვის ბატონობს ადამიანურზე. კენტავრის ნიშნის ქვეშ დაბადებულები იშვიათად ახერხებენ შურის, სექსუალური ჟინის, სიბრაზის და შიშის კონტროლს. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები თავისუფლები არიან, რის გამოც მათ მოქმედებებს უფრო მეტად ემოციები აკონტროლებენ და არა გონება.

ჰაპრია (13.02 – 18.03) მითოლოგიაში ჰაპრიას, როგორც ფრთების მქონე არსებას აღწერენ. ამ არსების ბრჭყალები მომაკვდინებელია. ჰარბია შურისძიების სიმბოლოა. ადამიანს, რომელიც ამ ნიშნის ქვეშაა დაბადებული, უჭირს სხვისთვის მიტევება, ხოლო შური და უკმაყოფილება წლების განმავლობაში შეიძლება თანაცხოვრობდნენ მასში.

პეგასი (19.03 – 24.04) პეგასი მითოლოგიაში ფრთიანი არსების სახით გვხვდება. პეგასის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი საკუთარ თავს აღმატებულად მიიჩნევს და ცაში დაფრინავს. თუმცა, არც ისე იშვიათად, ეს მხოლოდ მის ფანტაზიებში ხდება. გარდა ამისა, ისინი მტკიცედ არიან დარწმუნებულები, რომ რაიმე განსაკუთრებული მისიის შესასრულებლად არიან დაბადებულები. რუტინულმა და ერთფეროვანმა სამსახურმა ისინი შეიძლება სიგიჟემდე მიიყვანოს. რომანტიკა მათთვის უცხო და გაუგებარია. ეს ადამიანები თვლიან, რომ ყველაფერი უფრო კარგად უნდა იყოს, ვიდრე მოცემულ მომენტშია.

ცერბერი (25.04 – 30.05) ბევრისთვის ცნობილია, რომ ცერბერი სამთავიანი ძაღლია, რომელიც მკვდრების სამეფოს შესასვლელს იცავს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები საკმაოდ ავები და აგრესიულები არიან. მზად არიან გაანადგურონ ნებისმიერი ვინც მათ გზაზე გადაუდგებათ. თუკი, ცერბერები არ აძლევენ სიბრაზეს საშუალებას გარეთ გამოვიდეს, მაშინ დეპრესია ეწყებათ და გამუდმებული სტრესის პირობებში უწევთ ცხოვრება.

სატირი (31.05 – 3.07) ამ ადამიანებს სექსი ამოძრავებთ. მათთვის არ არსებობს სხვა არაფერი, სექსი მართავთ მათ. საინტერესოა, რომ მათ იციან ამის შესახებ და არასდროს მალავენ ამას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ხშირად სხვის ოჯახებს ანგრევენ და მუდმივი პარტნიორის ყოლის აუცილებლობას ვერ ხედავენ. მამაკაცი სატირები უსირცხვილო მექალთანეები არიან. იქ, სადაც ისინი ჩნდებიან, ყოველთვის რჩება დამსხვრეული ოჯახები და გულები. ადამიან სატირებს აუცილებლად ესაჭიროებათ ცხოვრების ასეთი სტილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ძალიან სახიფათო ადამიანებად შეიძლება იქცნენ.

სირენა (4.07 – 10.08) სირენა მითოლოგიაში ცნობილია, როგორც ზღვის ნიმფა, რომლის ტკბილ ხმასაც არაერთი მეზღვაური დაუღუპავს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, საკუთარ შარმს მიზნების მისაღწევად იყენებენ, ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ აისახება ყველაფერი გარესამყაროზე. ქალი სირენები, როგორც წესი ქერები არიან. მათი ყალბი უმწეობა, კარგი მიზეზია მამაკაცებით მანიპულირებისთვის. აღსანიშნავია, რომ სირენა მამაკაცებიც იმავეს აკეთებენ და უცოდველი "კრავების" იმიჯს ირგებენ.

გრიფონი (11.08- 15.09) ეს ნახევრად არწივი და ნახევრად ლომი არსება დიდი ძალის პატრონია. სისასტიკით და ბრძოლისუნარიანობით მას ვერავინ შეედრება. ეს ადამიანები ხშირად ფანატიკოსები არიან, ისინი მზად არიან საკუთარი აზრები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცვან. ძველ დროს, ისინი ხშირად იყვნენ გარეულები კულუარულ ისტორიებში, რაც სიკვდილით დასჯით სრულდებოდა ხოლმე.

ქიმერა (16.09 – 22.10) ამ მითოლოგიურ ქმნილებას უამრავი სახე აქვს. ქიმერას ნიშნის ქვეშ დაბადებულები ფარისევლები არიან და სინათლის სისწრაფით იცვლიან ნიღბებს.

სფინქსი (23.10 – 30.11) ადამიანი სფინქსები ცივსისხლიანები და ეშმაკები არიან. ისინი ყოველთვის ცდილობენ სხვებზე ეშმაკები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ეს მშვენივრად გამოსდით კიდეც. ისინი დამოკიდებლები არიან მატერიალურ კეთილდღეობაზე, ამიტომ თუ სფინქსს ფულის ეკონომიის საშუალება მიეცა, იგი ძალიან ბედნიერი იქნება.

მინოტავრი (1.12 – 7.01) ეს ხარის თავის მქონე ადამიანური არსებაა. მინოტავრის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები საკუთარი ველური ბუნების მონები არიან. ისინი ვერასდროს შეძლებენ გახდნენ ლიდერები. მათი დანიშნულება ჯოგის ნაწილად ყოფნაა. მინოტავრებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, მათთვის მარტივია იმის გაკეთება, რასაც სხვები უბრძანებენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს