"ვის უყვება ძილისპირულს? თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მასთან კონტაქტი გაწყვიტა" - ცოტნე გამსახურდიას მწვავე კრიტიკა თეა წულუკიანს

"ვის უყვება ძილისპირულს? თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მასთან კონტაქტი გაწყვიტა" - ცოტნე გამსახურდიას მწვავე კრიტიკა თეა წულუკიანს

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის განცხადებას აკრიტიკებს, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ტრაგედიის მიუხედავად, ხელისუფლების "გაპრავებას" ცდილობენ, ავადმყოფებად მოიხსენიებს.

"რა მემორიალი იდგებაო, ეს ქალბატონი იუსტიციის მინისტრია თუ ქალაქის მერი? ვის რად უნდა ეს პრიმიტიული თამაში გრძნობებზე, მართლა სულელები ვგონივართ?! მემორიალი იდგება, საქმე ბოლომდე მივა, ყველაფერი კარგად იქნება... ვის უყვება ეს ამ ძილისპირულს?

ქვეყნის იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს იმედად უნდა იყოს, რომელსაც 2007 წლიდან აქვს წარმოებაში ვაზაგაშვილის საქმე?!

დიახ, იური ვაზაგაშვილი ერთგული თანამებრძოლი და მეგობარი იყო სანამ სჭირდებოდათ, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე თეა წულუკიანმა მასთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა...

***

ახლა მინდა იმ ავადმყოფი ადამიანების კატეგორიას გამოვესმაურო, ნებისმიერი ხელისუფლების ნებისმიერ ფასად გაპრავებას რომ ცდილობენ!

დამდგარან და ქადაგებენ: პოლიტიკურ ქულებს ნურავინ დაიწერს, ნაცების წისქვილზე წყალს ნუ დაასხამთ, გარდაცვლილის სახელს ნუ გამოიყენებთ და ა.შ.

დიახ, გაიგეთ, უმეცრებო და კონფორმისტებო! ამგვარი საზოგადოდ საჭირბოროტო საკითხები პოლიტიკაა და ასეც უნდა იყოს! პოლიტიკა იყო სანდრო გირგვლიანი, რობაქიძე, ვაზაგაშვილი, გამცემლიძე და სხვა ერთეული ადამიანები რომელნიც სისტემამ იმიტომ კი არ იმსხვერპლა, რომ მათ წინააღმდეგ პერსონალური დაპირისპირება ამოძრავებდა, არამედ იმიტომ, რომ სისტემა იყო ანტიადამიანური! და სისტემის შეცვლა სწორედ პოლიტიკური საკითხია!

პოლიტიკური საკითხია, როდესაც სამართლიანობის აღსრულების და დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობას პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ანაცვალებენ და ეს არც მე მომიგონია, არც რობაქიძეს ან ვაზაგაშვილს! პოლიტიკის საკითხია, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედოს კანონის უზენაესობის საკუთარ ხოშზე დამუხრუჭება და ეს მას საზოგადოებამ უნდა აიძულოს!

რაც შეეხება სადმე წყლის დასხმას, დღეს ხელისუფლებამ ნაცზონდერები თანამდებობებზე გაამწესა და თქვენ რომელ წისქვილებზე ბოდიალობთ?!

დიახ, სწორედაც უნდა ვახსენოთ ვაზაგაშვილი, რობაქიძე, გირგვლიანი და სხვა პოლიტიკისა და რეჟიმის მსხვერპლნი ამ ქვეყანაში, რათა ეს პოლიტიკა სამუდამოდ შეიცვალოს!

და როდესაც თქვენ ოჯახის წევრებს დაგიხოცავენ, მაშინ შეგიძლიათ წლობით "ელოდოთ გამოძიებას"!

უკაცრავად, მართლაც ძალიან აღელვებული ვარ!", - წერს გამსახურდია.

იხილეთ ასევე: თეა წულუკიანი - ჩემთვის შავი დღე გათენდა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს